ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2009


საყვედურები

გიო არავიძეს


საყვედურები


ხელებს ამცივნებს, რომ ზედმეტად სუსტი მზე არის.
სხვა, რა საქმე გაქვს?! და ტუფლებზე ითვლი ნაკეცებს.
ვერ გაგიგია... დაეძებ... თუ თავად დაგეძებს.
(ლანდი - შეოლის. დარდი - წალდის. სუნი - ცხედარის.)

(...) ერთადერთი, რაც გელოდება...
ვინც გელოდება... თუ ასეთი - საერთოდ ვინმე...
(არის) გინდა, რომ თვალისმოკვრით, ანგელოზივით...
სიზმარში მაინც... ცაში მაინც... ან როგორც კინო,

ადგე და ფარდებ-ჩამოშვებულ, ოთახში ჩართო.
შემთხვევით ხელი შეგიშალოს, რომ არაფერმა.
(და მეჩვენება, ასე მარტო, დარჩენილს. მარტო,
თავი კი არა... მარტოობაც შემოგაბერდა.)

გაინტერესებს... წვიმაა და... გაინტერესებს,
დაბოლილები, ბორდიურზე რატომ დადიან?..
ანდა რა ნახეს?.. ან ასეთი, საინტერესო...
ასეთ ამინდში - მოარაფრო... მარტო დარდიან,

ქუჩებს, რომ თავი დავანებოთ... რადგან ქუჩების...
რადგან - ქუჩების, მიტოვებაც, გვეპატიება...
ფოთოლს შეხედე, რომ ნიაღვარს გადაუღჩეს და
რომ არ წაიღოს... ასფალტს როგორ ეპოტინება...

"სული - ტკბილია"... (სისხლი - მლაშე. ხორცი - მტკივანი.)
ასწავლეს ალბათ... უეჭველად ასწავლეს მასაც.
სხვა, რა საქმე გაქვს?.. (გეცინაბა...) არსად სიმწვანე...
ამთავრებ: არსად... არაფერი... სიცოცხლის ფასი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები