ნაწარმოებები


კონკურსი ლილე2026 დამთავრებულია. შედეგები იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუ.თოვლი
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2026


***

მოჩვენებითი სიხარული
აღტაცება, აღმაფრენა.
მოჩვენებითი ფრთებიც ვერ გამოვიბი.

დაღად დასმული სიცარიელე
მდევს თან —
ფერთა გამებით ვერ შევძელი შენი დანახვა.
იქ, სადაც მე ვარ, აღარ ყვავილობს გაზაფხული.

უბერავს ქარი…
ასეთ დროს რაღაც სევდიანზე უნდა იფიქრო.
სევდა არა მაქვს —
ზღვაში დავღვარე.

არ შემიძლია ეგ ტკივილი გაგიადვილო.
თანაგრძნობისთვის აღარ დამრჩა მტკაველი განცდა.
გამომეცალა, გამომეცვალა ფიქრი
და ღმერთმა უწყის, ახლა სად ვსდიო.

ქარი უბერავს, ქარი მისმენს.
ქარი არ ყვირის.
და მოდი, ერთად
დავიტიროთ, რაც რამ წაიღო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები