ნაწარმოებები


კონკურსი ლილე2026 დამთავრებულია. შედეგები იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2026


საშველი

ნეტავ სად არის საშველი,
ნეტავ ვისია სარჩელი,
გულში ობობის ქსელები,
სულში კამკამა სარკმელი,
ვიცი ამბოხი კეთილის,
მასაც დაარქვეს წერტილი,
სილაღის გამო მოხაზეს,
აი ამხელა წრეწირი,
მზემაც იცეკვა განგებით,
მიხვრა მოხვრით და ჰანგებით,
სისხლი დაღვრილი მოძმის და,
გადალესილი ფარ-ხმლებით,
ნეტავ სად არის საშველი,
ნეტავ ვისია სარჩელი,
გულში ობობის ქსელი და
სულში კამკამა სარკმელი...


თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები