ნაწარმოებები


კონკურსი ლილე2026 დამთავრებულია. შედეგები იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2026


ორი სონეტი - ეგვიპტე. ჰატშეფსუტი და პარიზი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ეგვიპტე. ჰატშეფსუტი*
(სონეტი)

- შენი სიყვარული
უდაბნოს სილაში მარხია.
წლობით დაფარული,
აქამდე ვერც  ვინ შეარხია.

კვლავაც  ქარებია -
- თვალების ცრემლებით ამვსები,
ვერ მიჰკარებია
შენს ხსოვნას  ნესტი და ხავსები.

ლანდო -  ჰათშეფსუტის,
ხილვავ თანამდევი  მხევლისა,
ჟამთა შენასრუტის -
მსხვერპლისა თუ საკურთხევლისა.

ახალნი -  ხმებიან,
აქ  - ათასწლოვანი ხმებია.
_ _ _

* (ქალი-ფარაონი. ზოგი ვერსიით, ებრაელთა მოსეს აღმზრდელი.  მეტოქე თუტმოს III- მ სცადა ყ ელგან მისი კვალის წაშლა,  რასაც ადამიანები ანადგურებენ, ქვა - ინახავს)


#ლექსები

ნინო დარბაისელი
  პარიზი
(სონეტი)

ვართ მნახველები ამერიკიდან,
ვერ დაგვადებენ, ვიცი, აქ ვალებს,
ფიქრობენ  ჩვენზე -  “ლამის გვიყიდა”
მე კი - დავეძებ ქართულ ნაკვალევს.

სულ სხვაგვარია თურმე მონმარტრი,
არა  - როგორიც წარმომედგინა…
ესეც მრავალზის ჩემი ნანატრი,
ჩვენ “გრანდ ოტელში” დავიდეთ ბინა.

ვნახე როდენი,  ვნახე  ორსეი
და ეიფელის კოშკიც ვიხილე.
სავსეა ქუჩის მუსიკოსებით,
მიმოდის ხალხი  - სულ მოღიღინე.

მსოფლიოს ნახვა  ეყოფა? რისი?
უძლებს მნახველებს მჭიდრო პარიზი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები