ნაწარმოებები


კონკურსი ლილე2026 დამთავრებულია. შედეგები იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2026


ჰიპნოგრაფია

რადგანაც ლექსი არის გულწრფელი,
შევეცი პირში ყველა მედროვეს.
ყულფიდან ყელი ჩამოვისხენი,
ყულფია ყოფა თანამედროვე.
მდიდარნი ყალბი კუპიურებით,
ყელზე ჰალსტუხით ჩვენ რომ გვმოძღვრავენ,
მერევა გული, არ ვეგუები
მაღალზე შემდგარ მახინჯ მოკვდავებს.
ღებავენ ფრესკებს სულით ბოზები,
მღვრიე წყალს მიაქვს ცრუ ისტორია.
ღმერთივით ეკლით გავიროზგები,
დასჩემდა სხეულს ჰიპნოფობია
და მაინც, ვიცი, სადღაც იტყვიან,
ჩემს სახელს, ლაფში ბევრგზის ამოსვრილს.
ნასროლი ლექსი, როგორც ბრმა ტყვია,
მოხვდება უფალს და გარდამოხსნის.
გათელავს ტივით ფიქრებს მეთევზე,
ცხოვრების ზღვაში სისხლია იის.
ბოროტი ცაა, მაშასადამე,
იქნება წვიმა და გადაივლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები