ნაწარმოებები


კონკურსი ლილე2026 დამთავრებულია. შედეგები იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2026


სონეტი მეტა-ირონიული


#ლექსები

ნინო დარბაისელი

სონეტი მეტა-ირონიული


წამო, ვიცეკვოთ დაცემამდე,
თავდავიწყებით,
ვიდრე ახლიდან,  თმით - ცერამდე
არ დავიწყებით!

რა დამემართა? ვინ იცინის?
ბაირონია?
მე არ დამცინის,  არ ვიცი, ვის!
გაირონია?

მარტო ვიცეკვო?! თან რამდენი?
მუდამ ვაფრენდი?!
სიგიჟე  - მუდამ თანამდევი -
აი, მანფრედი!

რა ბაირონი? რის - მეტა და რა - ირონია?
გაირონია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები