 | ავტორი: მარტინ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 18 სექტემბერი, 2026 |
წადი, გთხოვ წადი... წადი ჩემი მარტოობიდან თან გაიყოლე ჩემი ხმები- რა შუაშია, რომ შარშანდელზე უფრო დიდი თოვლი მოვიდა, რომ სტრიქონებზე შენი თმები ფიქრებს აშლიან,
რომ შემიძლია ყველა სიტყვა გავანაწილო ჩვენს შორის_ სადაც აიმღვრია სახე ბუნებამ, მერე ამ წასვლით შევიჩვევდი ციცქნა ბაცილებს საღამოობით საწერკალმის საკაკუნებლად...
იმ თეთრ ფურცლებზე სადაც წამით მაგრამ გამოჩნდი, დაუვიწყარი დღეებისთვის_ დასავიწყებლად .. ისე მარტო ვარ როგორც ღმერთი იმ საყაროში სადაც არავის შეუძლია ცოცხლად მიღწევა .......
ალბათ შენს გარდა... ცხრა ცებია_ ღია ცხრა მთები _აქ არც რიგია, არც სავანე უკვე მომსვლელთა.... მე ყოველღამე ვიბრძვი მაგრამ მაინც ვმარცხდები და გიშვებ მაღლა პაწაწინა ანგელოზებთან....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|