მზეო ნუ მალავს სხივებსა, აგიტირდება მნათობი, სხივი მოჰფინე შვილებსა, შინ გელოდება ათობით, ქარო ნიავად იქეცი, ნუ გლეჯ ყვავივით ხეობებს, გრძნობებს უფლება მიეცი, რომ დაემსგავსოს ზნეობებს, მიწავ ამრავლე ბალახი, პირუტყვიც შენი შვილია, ხეო მომეცი თაბახი, მაგისთვის ბევრი მივლია, კაცო იყავი კეთილი, ზნე-წესი არვის წაართვა, მტრობას დაუსვი წერტილი, ჭრილობას ესვი წამლადა, ქალო სხვა გზებით მავალო, გული მიკეთე მალვითა, შენ კაცის ერთო წამალო, დაე იარე თავშლითა, ზღვანო ტალღებით მოსილნო, ნუ შეგვაწუხებ ამ წელსა, სტუმარო კეთილშობილო, გავდე აკაკის გამზრდელსა, დიაცო კალმით ნახატო, ნუ ემონები მნახველსა, ვაჟო მიდევდე ადათსო, და პოულობდე საშველსა. თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|