ნაწარმოებები


კონკურსი ლილე2026 დამთავრებულია. შედეგები იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით ფილო
ჟანრი: პროზა
1 ოქტომბერი, 2026


მიწათმოქმედი თავი 3

უძრავი ქონება

სრული წიგნი იხილეთ ბმულზე https://pilolit.wordpress.com/2026/01/30/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98-2/

დიდი ხანია რაც ეს ბლოგი მაქვს. მიხარია კიდეც რომ უამრავი მკითხველი შემომიერთდა, მაგრამ ვინც ახლა იწყებთ ჩემი პოსტების კითხვას, ალბათ იფიქრებთ გენიოსი ბოტანიკოსი ვარ და ჩემს მიერ მოფიქრებული მეთოდით მინდა ხრიოკი უდაბნო ბაღნარად ვაქციო. არა სამწუხაროდ. სულ რაღაც ინჟინერი გახლავართ. დედაპლანეტაზე დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი კოსმოსური ხომალდების პროექტირების განხრით. რაც მართლა კარგად ვიცი სწორედ ეგაა. ჯერ რომ თავად სასწავლებელი დავამთავრე უმაღლესი ნიშნებით. მერე კიდევ გამოგონებებიც მქონდა დარგის განხრით. ამას დამატებული მთელი 4 ციკლი ვიმუშავე სხვადასხვა ხომალდმშენებელი ვერფის ბიუროებში. როგორც მიწინასწარმეტყველებდნენ ჩემი უნივერსიტეტის პროფესურა, დიდი მომავალი მქონდა ამ განხრით. ერთ დღეს ჩვენც კი მოვესწრებით შენი სახელობის ბიუროს შექმნასო, გამოსაშვებ საღამოზე მითხრა დიპლომის ხელმძღვანელმა.

არ გამართლდა მისი წინასწარმეტყველება. რა ვქნა ბავშვობიდან ვერ ვიტან უსამართლობას. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი როდესაც ერთ-ერთ თანაკურსელს შეექმნა ფინანსური პრობლემა და პროფესურას  მისი გაგდება უნდოდა. რომ იტყვიან გადავამლაშე. შედეგად მეც გასაგდებების სიაში აღმოვჩნდი, გაბრაზებულმა ფაკულტეტის დეკანი ვლანძღე, ფულზე გაყიდული ღორი ვუძახე. გამაგდებდნენ კიდეც რომ არა ჩემი კურატორის შუამდგომლობა. ეს უხეირო ხასიათი მერეც შემომრჩა. ჩემი ნიჭის წყალობით საკმაოდ მოთხოვნადი კადრი ვიყავი. მუდამ სკურპულოზურად ვასრულებდი ყველა დავალებას. რის გამოც ვერაფერზე მედავებოდნენ. მაგრამ სამაგიეროდ მე არ ვპატიობდი ერთ გადაცდომასაც კი ჩემს ხელმძღვანელებს.

პირველად რომ მოვეწყე, მცირე გაბარიტიანი სატვირთო ხომალდების ვერფი იყო. თავი მაშინვე გამოვიჩნე, ახლად დანერგილი საერთაშორისო სტანდარტი ვიცოდი კარგად და მისი მეშვეობით საწარმოო სიმძლავრეების გაზრდაც შევძელი. მაგრამ ადგილობრივი ხელმძღვანელის ნათესავი იჯდა ბიუროში იერარქიით ჩემზე მაღლა, რომელიც ჩემს გარდა კიდევ სხვის მიღწევებს ითვისებდა. თავად არაფრის მაქნისს სხვისი გაკეთებული საქმეებიდან პრემიებს უწერდნენ. იმდენი მოვახერხე რომ მთელი ბიურო გაიფიცა. მეგონა იმ ადამიანს მოვახსნევინებდი თანამდებობიდან. მაგრამ ნათესავი ნათესავია, გინდაც ეგ რეპტილოიდური რასის წარმომადგენელი იყოს. შედეგად თანამშრომლებთან ურთიერთობა რაღაცნაირად მოაგვარა ადმინისტრაციამ, მე კი იქ აღარ დამედგომებოდა.

1

დიდი ხანი არ მომიწია უმუშევრად ყოფნა სხვათაშორის. ჩემი პატენტი მქონდა ხომალდის დამცავი მაგნიტური ველების განხრით. ამიტომაც როგორც კი იმ ვერფიდან წამოვედი ეგრევე სამი შემოთავაზება მივიღე. მეორედ უკვე სამხედრო ვერფზე მომიწია მუშაობა. სადაც ჩემი პატენტის მეშვეობით ფედერაციის სახაზო კრეისერების დაცვა გაუმჯობესდა. დამაჯილდოვეს, სამხედრო წოდებაც მომანიჭეს მაიორის რანგში. ახლად დაწყებული ზე-ახალი თაობის ხომალდების შემუშავების პროგრამაშიც გამამწესეს. გამომიყვეს ვერფთან ახლოს საკმაოდ კარგი სახლი. პლანეტის დროით 5 წელი ვიმუშავე ამ ვერფზე. საერთო დროით თითქმის 2 ციკლი. მაგრამ ბოლოში ვეღარ შევძელი ეს სამხედრო სუბორდინაციის მოთმენა. მინდოდა არ მინდოდა ხელქვეითებისთვის ბრძანებითი კილოთი უნდა მიმემართა ხოლო ზემდგომებთან (თან ისეთებთან რომლებიც ინტელექტით და ადამიანობითაც მაგრად ჩამორჩებოდნენ იმ ჩემს ხელქვეითებს) კიდევ მლიქვნელური მოწიწება უნდა მქონოდა. ამიტომაც დავწერე განხცადება და საკუთარი ნებით გამოვედი დაწესებულებიდან.

რა თქმა უნდა ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება მომიწია, იმიტომ რომ ყველა რეგალია და სოციალური შეღავათი მომენტალურად გაუქმდა საცხოვრებელ ფართთან ერთად. თუმცა კიდევ არ გავჩერებულვარ დიდი ხანი უსაქმოდ, მალევე სხვა კომპანიასთან დავიწყე ურთიერთობა. მაგრამ კრახით დასრულდა ეს ყველაფერი. ისევ და ისევ ჩემი ხისტი ენის და ჯიუტი ხასიათის გამო. ბებია ქოთქოთებდა სულ, კიდევ კარგი შენი მშობლები ვერ მოესწრნენ ამ ყველაფერსო. რქები გაქვს მოსამტვრევიო. საბოლოოდ შევწყვიტე ყველა კომპანიასთან ჯამაგირზე ურთიერთობა და ვცადე საკუთარი კომპანიის გახსნა. თავიდან თითქოს საქმეები ამეწყო, სანაცნობო წრეში არსებული ჩემნაირი კონსტრუქტორები შემოვიკრიბე და ერთობლივი ძალით დავიწყეთ საკუთარი საქმის წარმოება. არა საწარმო არ გვქონია, საპროექტოს ვერ გავცდით. თუმცა სერიოზული პროექტების კეთება კი მოგვიწია. მაგრამ დიდი ხანი არც ეს გაგრძელდა. ერთ-ერთმა კომპანიამ ერთწლიანი ნაშრომის ანაზღაურების გადახდაზე განაცხადა უარი, ფინანსური კრიზისი გვაქვსო. ჩემი ბიურო ანაზღაურების გარეშე დამირჩა, რეზერვები არ მქონდა ისედაც და… გავკოტრდი.

მთელი წელიწადი ვიყავი მაშინ უმუშევარი და პირადი დანაზოგის იმედად… პლიუს მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი იმ კომპანიასთან, იმედით რომ რამენაირად გადავახდევინებდი იმ თანხას. ფირმის დახურვიდან ერთი წლის თავზე თითქოს ფეხზე წამოდგომა დავიწყე. ჯერ რომ იმ კომპანიამ როგორც იქნა მოსაცემი თანხის დიდი ნაწილი გადაიხადა. მერე კიდევ ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ შემომთავაზა მთავარი ინჟინრის პოსტი თავის საწარმოში. უარი არ მითქვია თავიდან. მაგრამ… ამდენი იქეთ აქეთ სირბილის და ხანგრძლივი უმუშევრობის გამო, პირადი ცხოვრებაც დამენგრა. ქალი გამიწყრა რომელიც ჩემი მეუღლე უნდა გამხდარიყო. რა არ ვცადე რომ ფეია შემომერიგებინა, რაც მეტად ვირჯებოდი მით მეტად დამშორდა. საბოლოოდ ისეთი პასუხი გამცა იმ ქალმა, რომ სიცოცხლის ხალისიც დავკარგე. დამეწყო ღრმა დეპრესია. პარალელურად აღმოვაჩნე რომ სასტიკად დავიღალე ყველაფრისგან. აღარანაირი მოტივაცია აღარ მქონდა სამუშაოს გაგრძელებისა. საკმაოდ სუსტად და არა ეფექტურად ვმუშაობდი, ამიტომაც ჩემი ნებით წამოვედი ამ კომპანიიდან, სანამ თავად გამიშვებდნენ.

2

დეპრესია კი ისეთი ღრმა გახდა რომ, სახლში ვიყავი გამოკეტილი რამდენიმე თვის განმავლობაში. დავუმეგობრდი ალკოჰოლის ბოთლს. საერთოდ ცხოვრებაზეც ხელი ავიღე, სანამ ჩემმა მეგობარმა ძალით არ წამათრია ანონიმური ალკოჰოლიკების შეხვედრაზე. აი მანდ მართლა გამიმართლა. თავისი საქმის პროფესიონალი დამხვდა ფსიქოლოგი. რომელმაც განსხვავებით სხვა ახლობლებისა მომისმინა. ჩამეკითხა, აღმოაჩინა ჩემი დეპრესიის საწყისი წერტილი და შემდეგ ერთობლივი ძალებით მაიძულა გამოსავალი მეპოვნა.

აი სწორედ ეგ გამოსავალი იყო ჩემი ცხოვრების დიამეტრალური შეცვლაც. სხვა სფეროში უნდა მეცადა ბედი, თან რაც შეიძლება რთული საქმე უნდა გამეკეთებინა. აუცილებელ პირობებში შედიოდა ისიც რომ სახლიდან შორს უნდა  ყოფილიყო ეს ყველაფერი. მართალი იყო, დედაპლანეტაზე ყველაფერი მაგონებდა ჩემს ფეიას. განცდილ კრახს, ვერ შემდგარ კარიერულ წინსვლას… და გარდაცვლილ მშობლებს. რომლებიც საკმაოდ პატარა ასაკში დავკარგე კოსმოსური კატასტროფის გამო.

ამ მომენტისთვის მიღებული კომპენსაციაც მქონდა და პატენტიდანაც მერიცხებოდა ყოველ წლიურად გარკვეული თანხები. თუ კი არ ვიმუშავებდი ამ ყველაფერს დედაპლანეტის ფასების გათვალისწინებით მაქსიმუმ 3 წელში გამოვჭამდი. როგორც უკვე ვთქვი მაგრად დავიღალე ჩემი პროფესიისგან და საერთოდ არ მინდოდა კიდევ ახალი გვერდი დამეწერა ამ განხრით. ჩემი ფსიქოლოგის რჩევით არც უქმედ ჯდომა გამომადგებოდა. რაღაც უნდა მექნა.

ბებია მეჩიჩინებოდა, შევშვებოდი ამ სისულელეებს და სადმე სამსახური დამეწყო, თუნდაც ქალაქიდან ნაგვის გამტანად მაინც მემუშავა. ეგეც ხომ სხვა დარგიაო. მე კიდევ ჯიუტად გადავწყვიტე რომ პლანეტა დამეტოვებინა. რა თქმა უნდა ბებიას ვერ ვეტყოდი ამ გადაწყვეტილებას. ხნიერი ქალია და მიუხედავად კარგი მედიცინისა, მაინც რამე არ დამრთნოდა.

ახლა მთავარი იყო შემერჩია პლანეტა სადაც წავიდოდი.

3

არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ… ჩემს თავზე გამოვცადე რომ არის გარკვეული ძალები ამ სამყაროში, რომლებიც გეხმარებიან გადაწყვეტილების მიღებაში, თუ კი ის სწორია რა თქმა უნდა. შემდეგ უკვე შედეგის მიღებაშიც გვერდში გიდგას ეგ ძალა. ხო და ერთ დღესაც სკვერში სერინობისას სიმპათიურმა გოგონამ ფლაერი გადმომცა. სადაც გარე რგოლში დიად პერსპექტივებს ხატავდნენ. მოწოდება იყო აუქციონში მონაწილეობის მიღება, სადაც იყიდებოდა გარე რგოლის ახლად აღმოჩენილ პლანეტებზე მიწის ნაკვეთები. როდესაც ქსელით გადავამოწმე მითითებული გვერდი, უცნაურადაც მეჩვენა, საწყის ფასებად საკმაოდ დიდ ნაკვეთებს ქონდა იმაზე მცირე ფასები ვიდრე აქ მე მეხარჯება კომუნალურებში თვის განმავლობაში.

დავრეგისტრირდი, საცდელად ავირჩიე შემთხვევითი პლანეტა, შემთხვევითი მიწის ნაკვეთით. დავდე ლოტზე ჩემი ფსონი და დაველოდე სიტუაციის განვითარებას. გამიკვირდა როდესაც არანაირი რეაქცია არ მოყვა, არავინ დამატებით არაფერი არ დადო ამ მიწაზე. არა და საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთი იყო დადებული, 20 ჰექტარის საწყის ფასად 50 პესო. ამ დროს ჩემს პირად ანგარიშზე მედო ნახევარ მილიონ პესომდე. რამდენიმე საათის შემდეგ მომბეზრდა ლოდინი, თანაც უკვე გვიანი ღამე იყო. დავწექი დასაძინებლად. დილას გამოვარკვევ-თქო.

დილას ფოსტაზე მოლოცვის წერილი დამხვდა. აუქციონში მომიგია და ის მიწა ჩემი საკუთრება გახდა…

ჩემი ცხოვრების განმავლობაში პირველად ვარ უძრავი ქონების პატრონი. სიმართლეს გეტყვით სერიოზულად ვერც აღვიქვი. აკი გითხარით შემთხვევით არჩეული პლანეტა იყო. მისი ადგილმდებარეობაც კი არ ვიცოდი. უბრალოდ არ დავინტერესდი. მეგონა სხვა ვიღაც მეტს გამოაცხადებდა და ის იყიდდა, ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ ცდა იყო. თან სულ რაღაც 50 პესო… ამასწინათ მეგობართან ერთად ლუდის ბარში დამეხარჯა ერთ საღამოს 300 პესომდე.

4

კარგი მოვიგე მოვიგე. ვიფიქრე გავიგებ სადაა ეს მიწა და მოვინახულებ მაინც-თქო. აი თქვენ როგორ მიიღებდით ასეთ „საჩუქარს“? როდესაც მოცემული მისამართი ქსელის რეესტრში შევიტანე, ჯერ ჩემი პლანეტის რუქა გამოაჩინა ჰოლოგრაფიაზე, შემდეგ დააპატარავა მასშტაბი ისე რომ მთელი გალაქტიკა გამოჩენილიყო, დედაპლანეტიდან სტარტი აიღო წითელმა ხაზმა, რომელმაც გადაკვეთა ოთხივე რგოლის საზღვრები და სადღაც გარე რგოლში რაღაც ვარსკვლავურ სისტემაზე გაჩერდა. მანძლი 6346 პარსეკი…

ხმამაღლა გადავიხარხარე. რომელი სულელი წავა ამ სიშორეზე-თქო. ჰოლოგრამა გამოვრთე და ჩემს საქმეებზე წავედი. აღარც გამხსენებია ეს ამბები დაახლოებით 1 თვის განმავლობაში. ერთ დღესაც გაფრთხილების წერილი დამხვდა პირად ფოსტაზე რომ არ გავიფორმე კერძო საკუთრება. მთხოვდნენ დროულად გამოვცხადებულიყავი რეესტრში და კერძო ქონება დამერეგისტრირებინა თავისი დეკლარაციით. ისევ არ მივაქციე ყურადღება. გავიდა კიდევ ალბათ ერთი კვირა. ახლა უკვე რეესტრის აგენტი დამადგა სახლში და ქაღალდზე დაბეჭდილი მოწვევა გადმომცა. თან გამაფრთხილა რომ ცოტა დრო მაქვს. თუ არ მივხედავ ამ საქმეს შესაძლოა სასამართლოშიც მოხვდეს ჩემი საქმე. გამეცინა, რატომ მეხუმრებით-თქო. თუმცა აგენტს სახეზე ნამდვილად არ ეტყობოდა რომ ხუმრობის ხასიათზე იყო.

მოკლედ იმ დღეს ჩემს ფსიქოლოგთან მქონდა შეხვედრა. მოვუყევი ეს ყველაფერი. ფსიქოლოგმა დაწვრილებით ამიხსნა თუ რა შარში გავყავი თავი. იმ საიტზე დარეგისტრირებით, სადაც პირობებს არც კი გავეცანი ისე მივუთითე რომ ვეთანხმები… სინამდვილეში მე მოვაწერე ხელი რომ თანახმა ვარ ჩემს მიერ შესყიდულ ქონებაზე საცხოვრებლად სამუდამოდ გადავიდე. თურმე ფედერალური ხელისუფლება ასეთი ფორმით ცდილობს დედაპლანეტის დეპოპულაციას. და მე თუ დროულად არ გავიფორმებ მაინც ამ მიწას, აუცილებლად ჩამსვავდნენ ციხეში და იმ მიწაზე უკვე ეტაპით გამიშვებდნენ. ძალადობრივადაც კი.

5

შოკში ვიყავი. ფსიქოლოგს კი გაეცინა, გამახსენა ის ჩვენი საუბარი, რომლის შედეგადაც მე მქონდა ისედაც საჭიროება ამ პლანეტას გავრიდებოდი. წარმატება მისურვა და მირჩია ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო…

რა მექნა? მეორე დღეს მივედი რეესტრში, ქონება დამიკანონეს. მადლობაც მომიხადეს და მითხრეს რომ სახელმწიფო გრანტს გამომიყოფენ ამ ტერიტორიის ათვისებისთვის. მომცეს დრო 1 წელიწადი რომ მოვმზადებულიყავი დიდი გადაბარგებისთვის. შეკთხვაზე, მქონდა თუ არა საშუალება ეს მიწა გამეყიდა, მიპასუხეს რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი იქ ჩავიდოდი და ადგილზე მოვახდენდი მიწის რეალიზაციას. აქედან ამის საშუალება ფიზიკურად არ არისო. მეორე სხვა მიწის ყიდვა თუ მოვახერხე-თქო? რეესტრის თანამშრომელმა გოგონამ არ მირჩია.

– ბატონო ზუ, არ გაწყობთ ეს ქმედება. იმიტომ რომ არ გაქვთ იმის გარანტია თქვენთვის მისაღებ ადგილზე და ფასად იპოვოთ მიწის ნაკვეთი, ისე რომ ერთის რეალიზებაც მოახდინოთ და მეორეზე გადახვიდეთ საცხოვრებლად. აი წარმოიდგინეთ, თუ კი მეორე მიწა გალაქტიკის ცენტრის მიღმა აღმოჩნდება, მარტო გადაადგილებაში დაგეხარჯებათ იმხელა თანხა და დრო რომ, ადგილზე დამკვიდრებას ვეღარ შეძლებთ. თან შესაძლოა ეს ფედერალურმა სამსახურმა თაღლითობად ჩაგითვალოთ და შესაბამისი მუხლით მოგიდგნენ. თანაც აუცილებელია რომ თქვენ დაფიქსირდეთ თქვენს საკუთრებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სუბსიდია არ იმოქმედებს. ხოლო თქვენ სახელმწიფოსთან დადებული გარიგების დარღვევას დაგაბრალებენ. ამიტომაც თუ ეს ნაკვეთი არ მოგწონთ, ჯერ მოდით მისი რეალიზაცია მოახდინეთ და ხელახლა მიიღეთ მონაწილეობა აუქციონში.

აი ასე გავხდი ამ ხრიოკი მიწის მეპატრონე. იმ საღამოს ვიჯექი ქალაქის სკვერში, ვუყურებდი კოსმოსში გამავალ შატლებს და შორს ველზე სწრაფმავალ მატარებლებს. ვფიქრობდი ამ სიტუაციაზე.

6

გავაანალიზე ყველაფერი რაც ხდებოდა ჩემს თავს. ფაქტი ისაა რომ ჩემი სიჯიუტით, უაზრო ქცევით და ხისტი მოქმედებით მივიყვანე ჩემი სიცოცხლე იქამდე რომ პლანეტიდანაც მაგდებენ. არა ფაქტიურად ასეა, გინდა არ გინდა უნდა წახვიდე, თუ არა და ძალად წაგიყვანენ. თურმე ახალი პოლიტიკა შეუმუშავებია ფედერაციის სენატს. რომლის მიხედვითაც, ერთის მხრივ შეშფოთება გამოუთქვიათ რომ შიდა რგოლებზე სერიოზული მოსახლეობის ნამატი გვაქვსო. ამიტომაც გადაუწყვეტიათ რამენაირად ამ შიდა რგოლების დეპოპულაცია. ჯერ რომ თუ გარე რგოლებში გადავასახლებთ ხალხს, შიდა რგოლში დაძაბულობები შემცირდებაო, მერე კიდევ ცივილზიაციის ფარგლებიც გაიზრდებაო. თანაც იქ მატერიალური დოვლათის შექმნასაც ელოდებიან, რომელიც მთლიან ფედერაციას წინ წასწევსო. შედეგად სენატის ახალი დადგენილებით, შეიქმნა გალაქტიკური ფედერალური ფონდი, რომლიც თავზე იღებს შიდა რგოლების მოსახლეობის გარე რგოლებში დაფუძნების ფინანსურ მხარეს. პლიუს შეუმუშავებიათ ახალი საკანონდებლო ბაზა, რომლის მიხედვითაც თაღლითობა რომ გამორიცხონ, საჭიროა ამ ახალ მიწებზე თემაში ჩართული ხალხი აუცილებლად ჩავიდეს. არ შესრულებაზე სასჯელებიც გამოუწერიათ. თურმე მთელი ერთ  წლიანი დებატებიც ყოფილა ამ თემის გარშემო. მე კიდევ ჩემს პრობლემებში ჩაძირულს საერთოდ არ მომისმენია რა ახალი კანონები გამოვიდა ასეთი, თან გალაქტიკის ფედერაციის მასშტაბებს რომ მოიცავს.

ისე სიმართლე ვთქვათ, თუ კი წავალ სრულიად ჩემს თავზე დამოკიდებული ვხდები. წესით არ უნდა გამიჭირდეს არაფერი. ბოლო-ბოლო ჩემი პირადი ქონება მაქვს და პატენტიდან მიღებული არც თუ ცუდი შემოსავალი. თანაც ხელისუფლება გრანტსაც მპირდება იმ მიწის ათვისებისთვის. ამ გრანტის აღების შემთხვევაში მოთხოვნაა მინიმუმ 1 ციკლის გატარება ამ ნაკვეთზე. ან თუ მოახერხებ და ვინმეს დააინტერესებ, ადგილზევე უნდა გავყიდო მიწაც და გრანტზე უფლებებიც. სიმართლე ხომ ისაა რომ თავად მეც ეს მინდოდა სულ ცოტა ხნის უკან? ჩემი სულიერი მდგომარეობისთვის კიდევ სასიცოცხლოდ საჭროა ამ პალნეტიდან გაღწევა. ახალი ცხოვრების დაწყება. სამყაროს ნახვა… მაშ რა მიდგას წინ? რა მაკავებს აქ?

ბებია… ჩემი აღმზრდელი ბებია. ასაკით კი არის ეს ქალი 70 წელს გადაცილებული, მაგრამ საკმაოდ ჯანმრთელია, მასწავლებელია დღემდე და დაწყებითი კლასის ბავშვებს ასწავლის ფედერალურ სკოლაში. ისედაც და ასედაც დამოუკიდებელი ადამიანია, ჩემს გარეშე ცხოვრობს. თან ჩემს გარდა კიდევ დეიდაშვილები არიან დედაპლანეტაზე. ბოლო ბოლო ისინი მიხედავენ. თანაც წინ კიდევ მინიმუმ 50 წელი აქვს სიცოცხლის. ბოლოს და ბოლოს ციხეში ხომ არ მივდივარ, ზოგჯერ ჩამოვალ ხოლმე. ისე საინტერესოა როგორ მიიღებს ამ ყველაფერს? ეჰ.. რა თქმა უნდა ცუდად. არ უნდა ამას საუბარი, აუცილებლად იქნება ჭკუის დამარიგებელი და მორალის შემცველი ლექციებიც… რომ მე ეგოისტი ვარ და საერთოდ არ ვფიქრობ მასზე. თუმცა ვერც ჩემს თავზე რომ ვერ ვფიქრობ მაგიტომაც ვარ ამ მდგომარეობაში… ეგოისტადაც ვერ ვვარგივარ…

არ ვუთხრა არ გამოვა. ვეტყვი აუცილებლად, მაგრამ ყველაზე შესაფერის მომენტში და რაც შეიძლება ბოლოსკენ. სხვა ვინაა კიდევ რომლის გამოც გამიჭირდება პლანეტიდან გასვლა? აი ამ ფიქრების დროს აღმოვაჩინე რომ არავინაც არაა მეტი. კი მეგობრები მომენატრებიან, მაგრამ … პრაქტიკულად არაფერი არ მაკავებს ამ პლანეტაზე.

ხო და წინ, ჩემი საკუთრებისკენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები