ნაწარმოებები


კონკურსი ლილე2026 დამთავრებულია. შედეგები იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაბიჯი2
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2026


წრიალებს სხეულში სული

ისევ წრიალებს სხეულში სული. იცი? –
იმ წასვლის პირველ წამიდან
დარდებს და სევდას ვერ გადავურჩი.
და გარეთ გასულს, სალოცავიდან,
დამყვება ღმერთი, ლოცვა და ფიქრი,
გაუსაძლისი ტკივილის სევდაც.

და მაინც, როგორ მიყვარდი ასე...
რომ გიცდი დღესაც,
როგორც უცდიან წვიმის დროს მზესაც,
გვალვის დროს – წვიმას, ქუხილს და ელვას.

თუმცა კი ვხედავ, ვხედავ და ვიწვი,
საკუთარ თავთან სიმართლეს ვბედავ:
უჩემოდ უფრო იქნები კარგად. (?)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები