ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2009


ჩემი ხმა

ჩემი ხმა ჩაწყდა,
ჩაილია სიმებდაცლილი,
ვარ ცივ სივრცეში
ოლესავით ხელებგაწვდილი.
მე ხმა დავკარგე,
ჩამოშლილან ბაცი
ფარდები.
რისთვის ვიწყები,
ანდა სულაც
რისთვის ვმთავრდები...
ჩემი ხმა უხმო
შეერია წვიმებს
და ქარებს,
არ ესმით ბომჟემს,
ნარკომანებს,
არ ესმით მთვრალებს.
და რაც ყველაზე
მწარე არის,
არ ესმით ქალებს.
არც შენ არ გესმის,
"ელიტაო'' ჩემო
ქებულო,
ზედაზნის ნისლო,
კოჯრის ცაო
გაფითრებულო.
მე ხმა დავკარგე
სიყრმიდანვე,
ქვისა ვარ დღემდე,
ხმას რას დაეძებ,
ამ გულსა და,
ამ თვალებს ენდე.
ახარისხებენ
ვის ფორთხვაში,
ვისაც ქროლვაში.
"ის მსოფლიოში პირველია",
"ის თერჯოლაში".
არ ესმის ჩემი,
მავანს იქნებ
მკვდარიც ვეგონო,
მე უხმო რომ ვარ,
ყველა ახვარს ,
როგორ ვემონო.
შენ რაღას მერჩი,
ჩემო ჭიჭე,
ჩემო ძაბული,
მტერმა მოყვარის
ნიღაბით რომ
გძლია მამული .
სამშობლო _ სისხლის ტკივილია,
სიზმრის გზა_ხოლო
ჩემი ხმა _
ნერვის კივილია,
და მუნჯი სოლო...
                1998წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები