ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით ფილო
ჟანრი: პროზა
2 ნოემბერი, 2026


მიწათმოქმედი თავი 6


ჩემი საკუთრება.

სრული წიგნი იხილეთ ბმულზე https://pilolit.wordpress.com/2026/01/30/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98-2/


ლენსთან საუბარმა მაინც დამაფიქრა, ვაი და არაფერი გამომივიდეს? ბოლოს და ბოლოს მე ვარ მართლა ყველაზე ჭკვიანი და აქამდე ყველა სულელი იყო პლანეტის ამ კუთხეში? რატომ არავინ არაფერი მოიყვანა? ბარიდან გამოსვლის შემდეგ ერთხანს ქალაქში დავეხეტებოდი, ვათვალიერებდი ქუჩებს და ვსწავლობდი სად რა დაწესებულება იყო. ჩემი ძირითადი ბარგი მაინც არ იყო ჯერ ჩამოსული. მანამ ჩამოვიდოდა გარკვეული საორგანიზაციო საკითხები მქონდა მოსაგვარებელი. შუადღეს გადაცილებული იყო როცა ქალაქის რატუშას მივადექი. მოწიწებით მოვითხოვე რომ ქალაქის თავთან მსურს შეხვედრა-თქო. გამიკვირდა აქაც რომ მიცნეს. როგორც ჩანს ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ნომერი პირველი მოვლენა ვიყავი.
ქალაქის თავმა მაშინვე მიმიღო. რა თქმა უნდა ესეც გაკვირვებული მიყურებდა. მაგრამ სხვებისგან განხვავებით ინფორმირებული იყო, არა მარტო ჩემზე არამედ იმ სახელმწიფო პროგრამაზეც რომლის გამოისობითაც აქ მოვხვდი. თანაც როგორც მითხრა უშუალოდ მისვლია შეტყობინება დედაპლანეტიდან რომ ყველანაირად ხელი შეეწყო ჩემთვის. ამ ყველაფრის მოსმენის მერე პირდაპირ საქმეზე გადავედი. დასაწყისისთვის მჭირდებოდა სახლის ასაშენებლად ტექნიკა, ისე კიდევ ქალაქის ბიომასის გამოყენების უფლებაც მინდოდა. ქალაქის თავმა გადაიხარხარა ამის მოსმენისას. რამდენიც გინდა როდისაც მოგეხასიათება წაიღეო. აი ტექნიკაზე კი მომიბოდიშა. მის კომპეტენციაში ეგ არ იჯდა. თუ ქალაქს რამის აგება სჭირდებოდა თავად ქალაქიც ქირაობდა კარიერისგან ყველა სახის ტექნიკას. მეც იქეთ გამიშვა. მთავარი ოფისი მოინახულეო, მაგრამ რა დახმარებას გაგიწევენ არ ვიციო. შემდეგ წარმატებები მისურვა ხელი მაგრად ჩამომართვა და ...
- მესმის რომ თქვენ თქვენი გეგმები გაქვთ, მაგრამ თუ რამე მოხდა და გეგმა ვერ შესრულდა. კარიერში შემიძლია რამე პოსტი შემოგთავაზოთ. თქვენს შესახებ ინფორმაცია ვნახე, თქვენნაირი კადრის მიწის ჩიჩქნაზე გაცდენა დანაშაულია ჩემი აზრით. როგორც კი მეტყვით მაშინვე გიშუამდგომლებთ კარიერის ადმინისტრაციასთან. დამიჯერეთ კარგი ანაზღაურება გექნებათ.
რა უნდა მექნა? მადლობა მოვუხადე და გამოვედი. ვისაც არ ეზარება ყველა მეუბნება რომ არაფერი გამომივა... ღმერთო მიშველე.
კარიერის სათაო ოფისი იქვე იყო რატუშასთან. ჯერ შესასვლელში მაყურყუტეს საათზე მეტი, მერე როგორც იქნა ადგილობრივ მენეჯერს შემახვედრეს. საკმაოდ ცივად და ირონიულად მესაუბრებოდა. როდესაც ჩემი თხოვნა გავაცანი კატეგორიული უარი მითხრა რაიმეს თხოვებაზე. არა და მე თხოვნა არც მქონდა აზრად, დაქირავებას ვაპირებდი. ამაზეც უარი მითხრა, გეგმას ვერ ვასრულებთ და ნებისმიერი ბულდოზერის ან ტრაქტორის მოხსნა საქმიდან პრობლემებს შემიქმნისო. მაგრამ მეორე დღისთვის დამიბარა, დილას მოდი და მთავარ მენეჯერთან დაგალაპრაკებ, იქნებ იმან მოიფიქროს რამეო.
რა უნდა მექნა? საღამოს ისევ იმ „მარილიან თევზში“ ვივახშმე და წავედი დასაძინებლად. დღის ამბები რებუს რომ გავაცანი, დრო მომთხოვა გაანალიზებისთვის და ცოტა ხანში მითხრა რომ ხელით თუ გავაკეთებდით ყველა საქმეს დრო ძალიან გაგვეჭიმებოდა. ეჰ... ვიცი.
დილას საუზმის შემდეგ ისევ სათაო ოფისს მივადექი. ამჯერად არ მალოდინეს დიდი ხანი. გუშინდელი მენეჯერი გამოვიდა და ოფისში შემიძღვა. მთავარი მენეჯერის კაბინეტში ლენსი დამხვდა. აი სიურპირზი... რას წარმოვიდგენდი, ნუთუ ლენსია მთავარი მენეჯერი?
- ოჰ ზუბუს ვახალვარ - ხელი გამომიწოდა ლენსმა - რაო ქალაქის თავმა, ჩვენ არაფერი შეგვიძლია კარიერის ადმინისტრაციას მიაკითხეო არა?
- ხო ბატონო ლენს. მე რაც მჭირდება მაინც მაგათგან ვქირაობო
- ჰეჰ - ჩაიცინა ლენსმა - არა და ყველაფერი აქვს მაგ შეჩვენებულს. უბრალოდ რესურსების დახარჯვა არ უნდა. ეგეც მსჯავრდებულია და დღეებს ითვლის რომ რამენაირად გავიდეს აქედან. ალბათ ბრაზობს რომ შენნაირი გამოჩნდა. სანამ ჩამოხვიდოდი მანამდე ვიცოდით ეს ამბავი და ერთი ხანობა შოკიდანაც ვერ გამოდიოდა, არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ვინმე ამ სიშორეზე ნებით წამოვიდოდა. აბა ახლა მომიყევი შენი გეგმების შესახებ თუ რა თქმა უნდა საიდუმლო არაა. ასევე ვნახოთ მე რითი შემიძლია დაგეხმარო.
ყველაფრის მოყოლას რა თქმა უნდა ვერ მოვახერხებდი, დაახლოებით აღვუწერე რა გეგმა მქონდა და რა სამზადისი გავიარე, შემდეგ ვუთხარი რომ ტექნიკის დაქირავება მჭირდება, რომლითაც საბაღე ტერიტორიასაც ავაგებ და სახლსაც.
- მოდი სახლის აგებაზე თავი შეიკავე. ტყუილად ნუ დაიხარჯები. კი აქ ყველაფერი იაფია ცენტრთან შედარებით, მაგრამ ფული მაინც გინდა დროსთან ერთად. რჩევას მოგცემ, თუ დამიჯერებ არ ინანებ.
- გისმენთ - ცოტა არ იყოს არ მესიამოვნა, ისევ ჭკუის სასწავლებლად გავემზადე.
- სახლის ასაგებად ან მოცულობითი მბეჭდავი უნდა დაიქირავო, ან არქაული წესით ააგო ცემენტით. გააჩნია შენ რომელი გაქვს პროექტით, ხო და ეს ყველაფერი დროშიც გაგეჭიმება. იმიტომ რომ სამშენებლო მასალები აქ არ იშოვება. ბოლონიდან უნდა გამოიწერო. თუ მბეჭდავს ირჩევ ისიც იქედან გამოსაწერია. ყველა საცხოვრებელი ან ტექნიკური ნაგებობა რაც აქ დგას, ლითონის კარკასი და გარე შეფუთვაა, ან იმ მბეჭდავის დაბეჭდილია. ძირითადად პირველია აქ გავრცელებული, იმის გამო რომ მბეჭდავის გამოწერა პრობლემაა.  ამიტომაც გეუბნები რომ სხვა აზრი მოვიფიქროთ-თქო
- აბა რას მთავაზობთ მაშინ ამის მაგივრად?
- სარკინიგზო სადგურში როდესაც კოსმოპორტიდან მოტანილ ტვირთებს ცლიან, ხშირად კონტეინერები უკან აღარ მიაქვთ ხოლმე. შემდეგ ეს კონტეინერები ხან რა დანიშნულებით გამოიყენება და ხანაც უბრალოდ უდაბურ ტერიტორიისკენ მიათრევენ და ტოვებენ. მოდი პირველ ეტაპზე სანამ ფეხზე დადგები, კონტეინერით გაკეთებული სახლი იკმარე. ოღონდ ცუდად ნუ გამიგებ.
- არა ბატონო ლენს, ცუდად არ გაგიგებთ, როგორც ჩანს მეტი გზა მაინც არ მაქვს. მაგრამ კონტეინერები რა ტიპისაა? ადგილბორივი სარკინიგზო თუ კოსმოსური? იმიტომ რომ...
- კარგია რომ ერკვევი, კოსმოსურებიცაა და ადგილობრივებიც. სადაც საცხოვრებელი მოდულის მოწყობას აპირებ გირჩევ კოსმოსური დადგა. თერმოიზოლირებული და მტკიცეა. ჩემს ხელოსნებს მოგახმარ... რა თქმა უნდა გარკვეული ანაზღაურების საფასურად. მაქსიმუმ 2 დღეში უკვე შეგიძლია იცხოვრო კიდეც.
- ფუნდამენტი მაინც დაჭირდება.
- ეგ არა პრობლემა. აკი გითხარი შენი ტერიტორია შესწავლილი მაქვს-თქო, მოგიწყობთ ისე როგორც კონტეინერებს სჭირდებათ. რას იტყვი?
- მადლობის მეტი რა მეთქმის?
- კარგი ზუბუ. მაშინ მოდი ასე ვქნათ. ჯერ იმისთვის რომ აქ გადაადგილება შეძლო, ჩვენი ფირმის როვერს მოგაქირავებ. ძვირი არ დაგიჯდება. წადი დაათვალიერე კონტეინერებიც, შენი მიწაც, განსაჯე, გადაწყვიტე რა როგორ. შემდეგ უკვე ხვალ შემომიარე და გავიაროთ ყველაფერი. თუ გინდა არ დაიჯერო მაგრამ ნამდვილად გგულშემატკივრობ. წყალზე რა მოიფიქრე?
- გეოლოგიური კვლევა არის ამ ადგილების. უფრო ზუსტად თანამგზავრული სპექტრული დაკვირვებაა, ხო და ჩემი მიწის ქვეშ წესით გარკვეულ სიღრმეზე წყალი არის. შევეცდები ის მოვიპოვო. ბურღის დაქირავებაც დამჭირდება.
- ვნახოთ, არც ეგაა პრობლემა. ახლა კი ბოდიში უნდა მოგიხადო, ფირმის საქმეები მიხმობენ - და ლენსმა თავაზიანად ჩამომართვა ხელი. მგონი პირველი დღეა დღეს როცა ვიღაც ჩემს დახმარებას ცდილობს მას შემდეგ რაც დედაპლანეტიდან წამოვედი.
გარეთ 2 ადგილიანი როვერი დამახვედრეს. ჯერ რებუს მივადექი სასტუმროში, მოვუყევი შეხვედრის დეტალები. რებუმ აზრი მოიწონა. სახლი უფრო მალე იქნება ვიდრე მშენებლობის შემთხვევაშიო, შემდეგ ერთად წავედით ჯერ სანაგვეზე, სადაც კონტეინერები იყო გადაყრილი, შევარჩიეთ რამდენიმე მათგანი, მოვნიშნეთ სპეც საღებავით და ჩემი მიწისკენ გავუყევით გზას.
დაა აიი ისიც... ჩემი ნაკვეთი. მთაში მიმავალი გზიდან მცირე გადასახვევი იყო ჩემს მიწაზე, რომელიც სარეპერო ჭყეტელა ფერებით შეღებილი ბლოკებით იყო დანიშნული. 20 ჰექტარი ტერიტორია პატარა არაა. მანქანით შემოვიარე. შემდეგ ყველაზე შემაღლებული ადგილი შევარჩიე და იქ გავჩერდი.
არ ვიცი რატომ მაგრამ აქ მოსულს ყველა შიში, ეჭვი და შფოთი გამიქრა. თითქოს სწორედ იქ მოვედი სადაც აქამდეც უნდა ვყოფილიყავი. ამ დროს როდესაც პანორამას ვათვალიერებდი ადგილის მიმართ საკმაოდ თბილი გრძნობები ჩამომიყალიბდა. ჩემს ზურგს უკან ქედი იწყებოდა, რომელიც საბოლოოდ საკმაოდ დიდი მწვერვალებით მთავრდებოდა სიშორეში. ველობი სადაც ქალაქი იდგა ხელისგულივით მოჩანდა. ქალაქის მიღმა საკმაოდ შორს აქედან, მომპოვებელი კარიერის საზღვარი ჩანდა. მართალია მთები ჩემს ირგვლივ ხრიოკი იყო, მაგრამ ჩამავალი მზის შუქს მრავალფერად ირეკლავდა და საკმაოდ ლამაზად მოჩანდა.
ასეა თუ ისეა, ბაღი გამომივა თუ არა... რაც არ უნდა იყოს  ჩემი ფანჯრიდან ხედი გადასარევი იქნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები