ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2009


წყურგილე

ჩემი ცის ცრემლი
ჩემი მიწის ჭრილობებს ალბობს,
ჩემი მზის სხივი
ჩემი სულის ფსკერს ეწვეთება...
დახარბებული გაჩენიდან
მწვერვალთა ამბორს,
ციცაბოს მივდევ
და ეს ლტოლვა მეიმედება...

უხსოვარ დროში
ხარლაღებმა ამ კლდეთ ურქინეს,
როს მყვირალობამ წაუკიდა
წყურვილს ალმური
და მთათა სისხლმა
ითქრიალა ათას წყურგილედ
და ასე გაჩნდნენ
ცივწყარონი ჩემი მამულის...

შენებრ უმღვრევი გვინდა სული,
ჩქერო ცინცხალო!
სისხლიც ქართული-
ათასწლებმა რომ გადურბინეს!
ასე სიცოცხლედ მომჩქეფარე-
ჩემო ცივწყაროვ!
უბერებელი და უშრეტი-
ჩემო წყურგილევ!


------------------------ წყურგილე  -  ცივწყარო/მეგრ./

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები