ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2009


წახვედი...

წახვედი... გეგონა ცხოვრებას გართმევდი.
არა და,  პრობლემებს თავს რომ ვერ ართმევდი,
მოგდევდა სირცხვილი...  ,,რა ცხოველს  დავნებდი?"
სარკემ თქვა სომართლე, -- ,,უდროოდ დაბერდი!!!"
დავჯექი, ყველაფერს სახელებს ვარქმევდი...
ადამს დავემგვანე, ეული , აბედი.
გეგონა სათუთ გულს  სევდას მომატებდი?
და რაც არ გამაჩნდა იმ სულს, ვერ მატკენდი...
ჩემში ხომ ყოველთვის  სიბრალულს ბადებდი...
წახვედი, გეგონა ცხოვრებას გართმევდი...
არასდროს დაბრუნდე...  წადი,  თუ წახვედი!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები