ნაწარმოებები



ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2009


მარაო

მაცდუნებელი მარაო
წრიალებს წარამარაო,
მარჯვნიდან გეტყვის _”მიყვარხარ”,
მარცხნიდან კიდევ _”არაო”,
აცეცებული დაჰყვები
აბნეულ ქარებს თანაო,
შენ რომ უყვარხარ ის კაცი,
მინდორში სევდით წვანაო,
ერთი რამ ვერ შეუტყვია,
რა ზნეა ამისთანაო,
ღალატის ბადეს აქსოვდეს
შეყვარებული ქალაო.

* * *
ყვავილო დასიზმრებულო,
სოფლის მინდვრისა ყვავილო,
ჩემზე წყენა და ჩივილი,
გულში არასდროს გაივლო.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები