ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2009


ჩემთვის...

ჩემთვის, მზეც შენი სახლიდან დგება
დილით და ჩაის როცა იმზადებს,
შენი დანახვით გაჩენილ ღიმილს
აგზავნის სითბოდ დედამიწაზე.

ჩემთვის დღე - შენზე ფიქრით იწყება
და დასასრულიც - შენზეა ფიქრი.
მჯერა, შევხვდებით დღეებს, ღამეებს,
სიცოცხლისა თუ სიკვდილის იქით.

ჩემთვის, სიცოცხლეც შენგან იწყება -
შენ ხარ და... მეტი რა უნდა იყოს?
მთელი არსებით მოლოდინს ვგავარ,
გულის კოვზის ქვეშ ჩვილი მყავს თითქოს.

ჩემთვის, მზეც შენი მკლავიდან დგება
დილით და მალავს აგზნებულ თვალებს,
წესებდამრღვევი როგორც, წაწალი -
კდემაგახდილი და ვნებით მთვრალი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები