ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2009


პოლიტიკა და სიკვდილის საცოლე

პოლიტიკა

ქალაქი გავს უჰაერო, თანამგზავრულ კაფსულას,
ძლივს ჟანგბადი წამალივით ოცი წვეთი ჩავყლაპე,
მოდაში რომ  ვაჟკაცობა იყო, ის დრო წასულა,
ახლა ბურას თამაშობენ ერთმანეთის ჩახდაზე.

გაიწელა ქუჩა, თითქოს ნაბიჯებს ვდგამ უკუღმა,
ვხედავ, ჩემი ეს სათქმელიც ბოღმიანი გამოდის -
რომ ყავარზე თუკი ერთხელ შეინებივრა კუდმა,
ვირი -  თუნდაც მშობელს ეჯდეს ზურგზე, აღარ ჩამოდის!


სიკვდილის საცოლე

როცა ყველა შეეგუა ჩემს სევდიან განწყობას,
"დაიკიდე-მოგეშვებას" მომაჩეჩეს პრინციპი,
სიკვდილის ანგელოზებთან ვცადე საქმის ჩაწყობა-
ჩემსკენაც გამოეარათ თეთრ რაშიან პრინცივით.

დარდი, როგორც საბნის პირი, სასმელებში გავავალე-
არ მიხდება, მაგრამ ჭიქას ჭიქაზე ვცლი კაცივით,
მეშინია სხვისმა სიტყვამ უფრო არ მავალალოს
საკუთარ თავს ყველას თვალწინ მე თვითონვე დავცინი.

ერთი ტყვიით საფეთქელთან "იღბლობანას" ვთამაშობ,
ოცნებები რევოლვერის ერთ სროლაზე დავცალე,
მე ვარ შენგან დამტვრეული მტვრიანი სათამაშო
და სიკვდილის არჩეული სევდიანი საცოლე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს