ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2009


ორი მიძღვნა მერაბ კოსტავასადმი



მერაბის ცად ამაღლებისა

/ ანუ ხილვა 1989 წლის 14 ოქტომბრის ღამეს /



მარხულთა და უპოვართა,
გვემულთა და კვლავაც მხნეთა,
ცას ვარსკვლავი დასდგომოდა
ცოდვილ მიწის დასახედად...
მწუხრის ლოცვას ჩურჩულებდა
შემოქმედი ცა და ხმელთა...


პყრობილთა და წამებულთა.
მართალთა და ქედუხრელთა
სვეტი ნათლის ცას სწვდენოდა.
მჯობნი ყოვლთა ხელთუქმნელთა...


ცრემლის ღრუბელს დაენამა
ცა --  ღვთის კრავთა საძოვარი...
-- გმირის მკერდზე ამბორებად
იხრებოდა მაცხოვარი...


14 10 1989.



ცოტნე


თაფლწასმული მზეზე ვწევარ,
მკერდზე იმედს ვაბალახებ...
-- მალე ცოტნე მოვა, მჯერა --
ღმერთი ცოტნეს დამანახებს!..


მუხლმოყრილი ვკოცნი მიწას --
საბაღეს და სავენახეს...
--- სხვა მიწაზე გამოზრდილი
ერთი ცოტნეც დამანახეთ!..


დუნიაზე ვუმზერ უშქარს
შლაპებს, ჩალმებს, ჩაბალახებს...
დღემდის ---  ცოტნეს ქუდის ღირსი
ვერსად ვერვინ დამანახეს...


სულიც ვისი მარადისი
ერის ნამუსს ავარაყებს,
იმის გვერდით დგომის ღირსი
ვერსად ვერვინ დამანახეს...


გმირობის და თავგანწირვის,
ღმერთო, ნიჭით გამალაღე!..
--- ყველა ნაღდი ქართვლის სულში
ცოტნეს სხივი დამანახე!..


რომ კვლავ რიხით ვუთხრა მავანს ---
ბოღმით გულ-ტვინ-განალაყებს:
--- თუ ბიჭი ხარ, წამლად თქვენშიც
ერთი ცოტნე დამანახეთ!..


ისემც მამა მას უცხონდა
/--- დედა ნახე, მამა ნახე!.. /,
ცოტნეს მშობი ერის მტერი
მე რომ ცოტნეს დამანახებს!..



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები