ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
9 მაისი, 2008


სიზმრის ფიგურები

ისევ ვნახე სიზმარი სადაც უცნაური, გამჭვირვალე ფიგურები, გაურკვეველ სივრცელში მოძრაობდნენ . ყველაფერი შავთეთრი იყო, მაგრამ სადღაც მჭახე  ფერი იკვეთებოდა და ნაცრისფერ  მოწყენილობას ხალისს მატებდა. ეს გაორებას ჰგავდა. ფიგურები კი  ერთმანეთზე ჯაჭვით გადაბმულიყვნენ. თითოეულ კაუჭზე სიტყვები იყო ამოტვიფრული და თითქოს ამბავი იწყობოდა. ვერც ერთი ფიგურა ვერ ხვდებოდა რატომ ან რისთვის იყვნენ ასე და უბრალოდ სიტყვებით თამაშს იწყებდნენ. მერე ბეზრდებოდათ ერთფერობნება და რაღაც ახალს ელოდნენ, უცხო იეროგლიფების გამოგონებას ცდილობდნენ და ჯაჭვებს ერთმანეთისკენ ჭიმავდნენ, იქნებ რაიმე ახალი ასო ბგერა ამოვიკითხოთო. ჯაჭვს ალაგ-ალაგ მხიარული ფერი გადაჰკრავდა, ზოგან კიდევ გადაცრეცილ-გადახუნებულიყო. ნეტავი რატომ? ყველაფერი უბრალოდ შიზოფრენულ სიზმარს ჰგავდა. აი. ისეთს ხანდახან რომ ხედავ და გეშინია ისევე, როგორც საკუთარი ფრაზები გაშინებს ხშირად.


სურათები ვიღაცის ცხოვრებიდან ნაღვლობდნენ და იღიმოდნენ ან უღიმოდნენ...
//ესეც სიზმარში იყო?//
მერე ფიგურები ვინაიდან ჯაჭვის რახა-რუხით ვერაფერს გახდნენ, ამიტომ მეტყველება დაიწყეს. მათი ფრაზები გაცილებით უცნაური იყო ვიდრე თვითონ სიზმარი. თუმცა ესეც სიზმარი იყო. და მაინც, სიზმრის ფიგურები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. მათი სიტყვები სიმღერას უფრო ჰგავდა ვიდრე დიალოგს.

// ხო ეს სიზმარში იყო, მაგრამ ვიღაც ამბობდა, თუ გესიზმრება ესე იგი რეალობასთან ახლოს ხარო//.
რა ვიცი იქნებ პირიქითაა ან... ? ნეტა ფიგურები საიდან წამოვიდნენ?

თითქოს ვიღაცამ წამიჩურჩულა:
// მიდი ჯაჭვის კაუჭზე ამოტვიფრე რამეო//.
ხოდა მეც ვცდილობდი კვალის დატოვებას, მაგრამ მეღვიძებოდა და დაწნული ჯაჭვი ფიგურებთან ერთად  უბრალოდ იკარგებოდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები