ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: manana
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2009


ჩემო ხევსურეთო

კლდიდან გადმომსკდარი ჩანჩქერის ქვაზე ასხლეტილი წვეთი...
მასში მომწყვდეული მზის თვალი - მშვენება სიბნელის მკვეთი...
ფერდზე შეფენილი ბალახის ნიავზე მოლივლივე ზღვა...
ვაჟების ჟინი კეჭნაობის - არა,არ მაჯობოს სხვამ...

ხეობას მორიალე არწივის მეფური გამოხედვა თვალის...
წყაროსკენ ბილიკზე ფეხის ხმა პატარა ხევსურის ქალის...
ვაჟკაცთა შემოძახილები მტრისად დამტეხავი მეხად,
დიაცთა ჩუმი წარბის შეკვრა და თვალში გამომკრთალი წყენა...

ბერიკაცთ ღრმა ამოოხვრები, ხსენება გარდასულ დღეთა -
"ერთ დროს რა ვაჟკაცნი ვიყავთ,არ იყოს სიბერე ნეტავ!"
...ერთ დროს ხომ ასეთიც იყავ, და კიდევ უკეთესიც ალბათ.
ახლა რა დამხვდება შენგან, როდესაც მოვალ და გნახავ?!...
                                                         
                                                                            26.07.2007     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები