ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2009


***

შორს  არ  დგახარ,
არ გამყინავ სიცივით...
არც ახლოს ხარ,
რომ არ დამწვა  მზის სხივით...
ცოდვილი ვარ,
თავს ვეღარ ვწევ სირცხვილით...
ჯვარს ვერ  ვზიდავ,
შემაწუხა სიმძიმით...
ჩემთვის მოკვდი
ავაზაკის სიკვდილით...
მჯერა  მეტად აღმაზევებ
სიმცირით...
შემპირდი, რომ 
არ გამყინავ სიცივით...
...
შენ,
სიკვდილი  დაამარცხე  სიკვდილით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები