ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2009


***

ყვავილის სიმღერაში
მხოლოდ ხმოვნებია_
ისეთი თბილი და გამჭვირვალე,
ვით ჰაერი უფლის თვალებში.

***
მაგრამ სიცოცხლეს
ვერ დაგითმობ,
რადგან იგი
შენთვის მჭირდება.

***
ადამიანი იბადება_
დედის ნათელი წყვდიადიდან
გამოდის წუთისოფლის
მღვრიე სინათლეში.

***
ასეთ სიჩუმეში გაიგონებ,
მთვარის ნიავის გადავლისას
მზის ყანები რომ ჩაიშრიალებს.

***
ზოგჯერ კი სიყვარული
იბადება ისე ჩუმად
და ისე ლამაზად,
ვით ნამი ყვავილზე.

***
და განა მარტო ცულის ტარზე?_
იასამნის ფოთოლზეც დაეტევა
ცოლ-ქმარი მოყვარული.

***
ქალყვავილს_მტრედისგულა ქალილასა
ეჩურჩულება ქარი რასა?
ეგ,ალბათ,მზეს ეცოდინება_
ვარდების ნათლიას,იების მამიდასა.

***
ალბათ,შენც გიფიქრია,
რომ დედის ხელები
სანთლის პატარა მზეებია,
ხუთ-ხუთი სხივით...

***
ნისლის ტალღებში გავიარე
და გამოჩნდნენ კვიპაროსები
ტარზე შემდგარი
მწვანე ხანჯლებივით.

***
თითქოს ჯვარი სივრცის ნაწილია,
სამყაროს შექმნის დროინდელი,
ხოლო იმ ჯვარს
ეკლესია ჰკიდია ზარივით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები