 | ავტორი: ნი-ნია ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 10 აპრილი, 2009 |
( დაჭერილი ფრაზები:
“ჩვენ ძალიან კარგი და იშვიათი ერი ვართ, დიდი შინაგანი კულტურა გვაქვს, აი მაგალითად დღეს მიტინგზე, ხალხი უბრალოდ გაზონზეც კი არ გადასულა..”
“ჩვენ ღმერთი არ გაგვწირავს, ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ..”
“ვანგამ მესამე მსოფლიო ომი და მეორედ მოსვლა იწინასწარმეტყველა.. მაგრამ საქართველო გაბრწყინდებაო”
დედაჩემმა: შვილო ქრისტე, რომ მოვიდა მაშინ თქვა მეორედ მოსვლა იქნებაო, იმის მერე 21 საუკუნე გავიდა.. კიდე დიდხანს შეგვინახა ღმერთმა ასე უღმერთოდ.. აუცილებელი კი არ არის ცა გაიხსნას და იქიდან მოგვევლინოს ქრისტე ან წარღვნა..”
“ერი ყალიბდება, ვითარდება, იზრდება, მერე ბერდება და კვდება, აი მაგალითად ძველი ეგვიპტის ერები…”)
მე მტკივა, ზუსტად არ ვიცი რა ქვია ამ ტკივილს. ვზივარ ვუყურებ ჩემს ქვეყანას და მტკივა. მამამ მასწავლა - მეამაყება რომ ვარ ქართველიო! მე კიდე ვზივარ და ქართველობა მტკივა, და არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგი.
მტკივა სანაგვე ყუთიდან 15-20 მეტრში დაყრილი ნაგავი.
მტკივა წინა ზაფხულში გორის გადასახვევთან პურის გასაყიდად მისული მანქანები.
მტკივა 16 წლის წინ სვანეთის უღელტეხილზე ნიღბიანი ( და ზოგი უნიღბო ) ქართველის სახე.
მტკივა პატარა თაობა, რომელიც ახლა მოდის და რომელსაც შაჰაბაზი ქართველი მეფე გონია, და რომელსაც წრფელი გაკვირვებით უკვირს რა საჭიროა ამ ყველაფრის ცოდნა.
კიდე ერთი პატარა ბიჭი მტკივა, 14 წლისაა, რომელიც იძახის რომ თბილისელია და სულაც არ ანერვიულებს სოხუმი დაბრუნდება თუ არა (არადა ბაბუამისმა ააშენა ნახევარი აფხაზეთი!!!).
კიდე უფლისციხეში, სულ ზედა გალავანზე ამოჩიჩქნილი წარწერა მტკივა ” 1992 წ. აქ იყო მურთაზი” და ოდნავ ქვემოთ “ლევანი+მაია=LOVE”
კიდე ყვითელ ავტობუსში ერთ კუთხეში მიკუჭული მოკლე კაბიანი გოგო მტკივა, რომელიც ფანჯარაში იხედება, ლოყები აწითლებული აქვს და თითქოს არ ესმის ორი ხანშიშესული ქალი როგორ ლანძღავს ამ მოკლე კაბსთვის.
კიდე ბევრი რამე მტკივა. დეგრადაციის გზაზე ამაყად მდგარი ჩემი ხალხი მტკივა, ამათ რომ ვუყურებ სულ მგონია რომ ერი დაბერდა..
ქართული გულგრილობა მტკივა...
საქართველო მტკივა ქართველობის გარეშე!!!
და ხანდახან ვფიქრობ, რატომ მასწავლა მამამ - მეამაყება რომ ვარ ქართველი?! ..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ჩვენი ტკივილი და სიხარულია საქართველო!!! კარგი ჩემგან!!! ჩვენი ტკივილი და სიხარულია საქართველო!!! კარგი ჩემგან!!!
24. გულწრფედად. 5 გულწრფედად. 5
23. მეც მტკივა... მეც მტკივა...
22. :( მართლა აქტუალური თემაა.... დღეს ისეთი დროა, უნდა გვტკიოდეს! :( მართლა აქტუალური თემაა.... დღეს ისეთი დროა, უნდა გვტკიოდეს!
21. როგორც ჯ.ჩარკვიანი ამბობს: "ქაჯობამ გვაჯობა", და როგორც გალაკტიონი ამბობს: "...ჩვენი დრო ისევ რუსთაველს ელის..." როგორც ჯ.ჩარკვიანი ამბობს: "ქაჯობამ გვაჯობა", და როგორც გალაკტიონი ამბობს: "...ჩვენი დრო ისევ რუსთაველს ელის..."
20. კარგად მესმის შენი... კარგად მესმის შენი...
19. თეა, ჩათვალე რომ ხანდახან ძალიან მშურს შენი .. ის რაც მოკლედ ვტქვი, მარტო ეგ მყოფნის რომ "მიუხედავად ყველაფრის"-ს ვეღარ ვამბობ
ჰოდა არ ვიცი ეგ კარგია თუ ცუდი , მაგრამ ძალიან მაწუხებს თეა, ჩათვალე რომ ხანდახან ძალიან მშურს შენი .. ის რაც მოკლედ ვტქვი, მარტო ეგ მყოფნის რომ "მიუხედავად ყველაფრის"-ს ვეღარ ვამბობ
ჰოდა არ ვიცი ეგ კარგია თუ ცუდი , მაგრამ ძალიან მაწუხებს
18. მესმის, რისი თქმაც გსურს. ეგ კი არა, ბავშვობაში ლექსიც დავწერე ''მტკივა საქართველო''. თუ ქართველი ხარ, ალბათ, უნდა გტკიოდეს კიდევაც... ძალიან ბევრი საბაბია საამისოდ და იმიტომ. ისე კი, უზომოდ რთულია ამ თემაზე ასე მოკლედ თქვა.
და მაინც, მეამაყება ჩემი ქართველობა, ყველაფრის მიუხედავად! მესმის, რისი თქმაც გსურს. ეგ კი არა, ბავშვობაში ლექსიც დავწერე ``მტკივა საქართველო``. თუ ქართველი ხარ, ალბათ, უნდა გტკიოდეს კიდევაც... ძალიან ბევრი საბაბია საამისოდ და იმიტომ. ისე კი, უზომოდ რთულია ამ თემაზე ასე მოკლედ თქვა.
და მაინც, მეამაყება ჩემი ქართველობა, ყველაფრის მიუხედავად!
17. ჭა-
რაა პარალელურად? ის რომ ყველა ქართველს ჯერა, რომ საქართველო გაბრწყინდება?! მაგრამ თვითონ თიტს არავინ არ ანძრევს ამის გასაკეთებლად, ყველას გონია რომ ეგ მისი საქმე არ არის!
შენ იყიდე და ვიღაცამ მიყიდა... ( რომ მიყიდა ის მტკივა)
14 წლისას , რაც შეეხება ის კი არ მანერვიულებს რომ თბილისელი ვარო იზახის ( პრინციპში თბილისი გარდა არაფერი უნდახია ) იკ დამბრუნებელი არავინ რჩება და საერთოდ რა დროს დაბრუნებაა, დაბრუნების სურვილი რომ ქონდეს ისეთი არავინ რჩება - ეგ მტკივა კიდე
20 წელია ვერ ვხედავ მაგ მეორე მხარეს და ეგ მტკივა კიდევ, სადაა კარგი და სიკეთე?! ერთმანეთს ჭამენ ადამინები ვერ უყურებ? ბოღმა და შური, ამის მეტს ვერაფერს ვხედავ მე, ავტობუსით ზალიან იშვიატად ვმგზავრობ მაგრამ ის გოგოც რომ იყო კუთხეში მიკუჭული ჩემი თვალით ვნახე და მერე იმ ქალს ვკითხე ქალბატონო თქვენს შვილიშვილს მოკლე კაბა არ ჩაუცვია თუ დავიჯერო ამაზე მატდ უხდება მეთქი?!
ჰოდა კიდე ბევრი რამე რავი, უბრალოდ მტკივა რა და ნუ მიმტკიცებტ რომ სულ ტყუილად მტკივა : ) ჭა-
რაა პარალელურად? ის რომ ყველა ქართველს ჯერა, რომ საქართველო გაბრწყინდება?! მაგრამ თვითონ თიტს არავინ არ ანძრევს ამის გასაკეთებლად, ყველას გონია რომ ეგ მისი საქმე არ არის!
შენ იყიდე და ვიღაცამ მიყიდა... ( რომ მიყიდა ის მტკივა)
14 წლისას , რაც შეეხება ის კი არ მანერვიულებს რომ თბილისელი ვარო იზახის ( პრინციპში თბილისი გარდა არაფერი უნდახია ) იკ დამბრუნებელი არავინ რჩება და საერთოდ რა დროს დაბრუნებაა, დაბრუნების სურვილი რომ ქონდეს ისეთი არავინ რჩება - ეგ მტკივა კიდე
20 წელია ვერ ვხედავ მაგ მეორე მხარეს და ეგ მტკივა კიდევ, სადაა კარგი და სიკეთე?! ერთმანეთს ჭამენ ადამინები ვერ უყურებ? ბოღმა და შური, ამის მეტს ვერაფერს ვხედავ მე, ავტობუსით ზალიან იშვიატად ვმგზავრობ მაგრამ ის გოგოც რომ იყო კუთხეში მიკუჭული ჩემი თვალით ვნახე და მერე იმ ქალს ვკითხე ქალბატონო თქვენს შვილიშვილს მოკლე კაბა არ ჩაუცვია თუ დავიჯერო ამაზე მატდ უხდება მეთქი?!
ჰოდა კიდე ბევრი რამე რავი, უბრალოდ მტკივა რა და ნუ მიმტკიცებტ რომ სულ ტყუილად მტკივა : )
16. ეგ ყველაფერი მართალია, მაგრამ მის გვერდით... პარალერულად...
მტკივა წინა ზაფხულში გორის გადასახვევთან პურის გასაყიდად მისული მანქანები.-მე მაგალითად, (მეს იმიტომ ვხმარობ, რომ ასე იყო, სხვას ვერ დავაბრალებ...)ერთი მაღაზია პური ვიყიდე იქ მისულმა, ჯარისკაცებისთვის...და არა მარტო პური...
კიდე ერთი პატარა ბიჭი მტკივა, 14 წლისაა, რომელიც იძახის რომ თბილისელია და სულაც არ ანერვიულებს სოხუმი დაბრუნდება... იცი...? ალბათ იცი, რამდენი პატარა ბიჭი დაიღუპა ამ ომში გმირულად...? თავისი შეყვარებულების სურათები, რომ ედოთ უბეში...? თბილისელები, ეს რაც მე ვიცი...
ცუდი იცი რატომ ჩანს ასე მკვეთრად...? კარგის გაკეთება ჩვენთან, საქართველოში ბუნებრივ ამბად ითვლება...და იმიტომ.
ვიცი რაც გტკივა და მართალიც ხარ ამ ტკივილში, მაგრამ მეორე მხარეც გაიხსენე და აღარ გაგიკვირდება: “ჩვენ ღმერთი არ გაგვწირავს, ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ..” ეგ ყველაფერი მართალია, მაგრამ მის გვერდით... პარალერულად...
მტკივა წინა ზაფხულში გორის გადასახვევთან პურის გასაყიდად მისული მანქანები.-მე მაგალითად, (მეს იმიტომ ვხმარობ, რომ ასე იყო, სხვას ვერ დავაბრალებ...)ერთი მაღაზია პური ვიყიდე იქ მისულმა, ჯარისკაცებისთვის...და არა მარტო პური...
კიდე ერთი პატარა ბიჭი მტკივა, 14 წლისაა, რომელიც იძახის რომ თბილისელია და სულაც არ ანერვიულებს სოხუმი დაბრუნდება... იცი...? ალბათ იცი, რამდენი პატარა ბიჭი დაიღუპა ამ ომში გმირულად...? თავისი შეყვარებულების სურათები, რომ ედოთ უბეში...? თბილისელები, ეს რაც მე ვიცი...
ცუდი იცი რატომ ჩანს ასე მკვეთრად...? კარგის გაკეთება ჩვენთან, საქართველოში ბუნებრივ ამბად ითვლება...და იმიტომ.
ვიცი რაც გტკივა და მართალიც ხარ ამ ტკივილში, მაგრამ მეორე მხარეც გაიხსენე და აღარ გაგიკვირდება: “ჩვენ ღმერთი არ გაგვწირავს, ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ..”
15. მწვავე ტკივილი მწვავე ტკივილი
14. და საერთოდ, ის თქვა ნიამ რისი თქმაც არავის არ უნდა, რომლის თქმისთვისაც შეიძლება ერის მოღალატედ შერაცხოს ვინმემ, როგორ თუ ჭუჭყიანი საცვალი გამოფინაო... მაგრამ რომელიმე გამოვიდეს და დაამტკიცოს რომ მართალი არ უთქვია ნიას :( დიდი პრობლემაა ამ საცვალს რომ არ ვფინავთ ,რათა დავინახოთ სადაა ჭუჭყიანი და გარეცხვა შევძლოთ :( გენიოსია ვააა და საერთოდ, ის თქვა ნიამ რისი თქმაც არავის არ უნდა, რომლის თქმისთვისაც შეიძლება ერის მოღალატედ შერაცხოს ვინმემ, როგორ თუ ჭუჭყიანი საცვალი გამოფინაო... მაგრამ რომელიმე გამოვიდეს და დაამტკიცოს რომ მართალი არ უთქვია ნიას :( დიდი პრობლემაა ამ საცვალს რომ არ ვფინავთ ,რათა დავინახოთ სადაა ჭუჭყიანი და გარეცხვა შევძლოთ :( გენიოსია ვააა
13. ეუ, გენიოსია მეთქი და არ მიჯერებს არავინ... ეუ, გენიოსია მეთქი და არ მიჯერებს არავინ...
11. გულწრფელობაა და ეს მახარაბს - ამდენ ტკივილებში ეს უკვე სიხარული და ნუგეშია. გულწრფელობაა და ეს მახარაბს - ამდენ ტკივილებში ეს უკვე სიხარული და ნუგეშია.
10. მდააა...მეც მტკივა... :( მდააა...მეც მტკივა... :(
9. http://www.myvideo.ge/?video_id=449024 ეს ფაქტებია, როგორ ვიქცევით. ნეტავ რომელი ქვეყნისგან ვისწავლეთ??? "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ?" :-? http://www.myvideo.ge/?video_id=449024 ეს ფაქტებია, როგორ ვიქცევით. ნეტავ რომელი ქვეყნისგან ვისწავლეთ??? "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ?" :-?
8. "მტკივა რომ ჩემი ქალაქი გავს ქალს რომელიც სარკეში იყურება, მაკიაჟს იკეთებს და კეფისკენ არც კი იხედება რომ თმა დაივარცხნოს..." (დედაჩემის სადიპლომო ნამუშევრიდან, მაგრამ მგონი ცოტა შევცვალე) 2 - ჩემი მაქსმიმუმი. და ჩუმად ვარ. "მტკივა რომ ჩემი ქალაქი გავს ქალს რომელიც სარკეში იყურება, მაკიაჟს იკეთებს და კეფისკენ არც კი იხედება რომ თმა დაივარცხნოს..." (დედაჩემის სადიპლომო ნამუშევრიდან, მაგრამ მგონი ცოტა შევცვალე) 2 - ჩემი მაქსმიმუმი. და ჩუმად ვარ.
7. კარგია :) ძალიან ბევრის სათქმელი თქვი :) კარგია :) ძალიან ბევრის სათქმელი თქვი :)
6. აუცილებელი კი არ არის ცა გაიხსნას და იქიდან მოგვევლინოს ქრისტე ან წარღვნა.. აუცილებელი კი არ არის ცა გაიხსნას და იქიდან მოგვევლინოს ქრისტე ან წარღვნა..
5. "აქ იყო მურთაზი'' :) მაგალითებში უფრო მეტი და მეტად მტკივნეული მომენტები ბევრი გამოგრჩენია ვიდრე ისინი რაც ნახსენებია, მაგრამ ჩანაფიქრში კარგია "აქ იყო მურთაზი`` :) მაგალითებში უფრო მეტი და მეტად მტკივნეული მომენტები ბევრი გამოგრჩენია ვიდრე ისინი რაც ნახსენებია, მაგრამ ჩანაფიქრში კარგია
4. კარგი ხარ, ნი-ნია და ამიტომ გტკივა! ასე მტკივა მე 1989 წლიდან... როცა ვხედავ, რომ ქვეყანა, რომლის კეთილდღეობისთვის ბრძოლას ხალხი შეეწირა, დეგრადაციის გზაზე დგას!@ გაიხარე, ნი-ნია! 5 კარგი ხარ, ნი-ნია და ამიტომ გტკივა! ასე მტკივა მე 1989 წლიდან... როცა ვხედავ, რომ ქვეყანა, რომლის კეთილდღეობისთვის ბრძოლას ხალხი შეეწირა, დეგრადაციის გზაზე დგას!@ გაიხარე, ნი-ნია! 5
3. ნაწერი არ ვიცი შესაფასებლად არ დამიდია... უბრალოდ მტკივა უცებ ავკრიფე
თანამშრომელს ვუყვებოდი ( მაინც ვერ გაიგო რ მტკივა )
ჰოდა არაფერი არაა საკამათო მემგნი, რაც წეია ცდემი თვალით მაქვს ნანახი, და კიდე მილიოი რაღაც მტკივა, რაც არ მინახია და უბრალოდ გული მიგრძნობს :( ნაწერი არ ვიცი შესაფასებლად არ დამიდია... უბრალოდ მტკივა უცებ ავკრიფე
თანამშრომელს ვუყვებოდი ( მაინც ვერ გაიგო რ მტკივა )
ჰოდა არაფერი არაა საკამათო მემგნი, რაც წეია ცდემი თვალით მაქვს ნანახი, და კიდე მილიოი რაღაც მტკივა, რაც არ მინახია და უბრალოდ გული მიგრძნობს :(
2.
საინტერესოა,,
ზოგი ადგილი საკამათოა, თუმცა, ზოგადად თუ ვიმსჯელებთ ხელის გულზე კარგად არის დადებული ის თვისებები რაც გვჭირს, თუ არ გვჭირს და გვინდა რომ გვჭირდეს,, ,,
[--თითქოს კოსმოსიდან სურათი გადაუღესო საქართველოს :D -[]]]
მოკლედ, წარმატებები ავტორსაც და რაღა თქმა უნდა იმ ქვეყანას, რომელსაც ეს ნაწერი ეძღვნება,,
წინ :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი

1. მე კიდე ვზივარ და ქართველობა მტკივა, და არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგი. <-- გენაცვალე შენ...
მე კიდე ვზივარ და ქართველობა მტკივა, და არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგი. <-- გენაცვალე შენ...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|