ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: manana
ჟანრი: იუმორისტული
10 აპრილი, 2009


ნ ე ტ ა . . .

"ნეტა,ისეთი ფურ მამცა
მაიწველიდეს არაყსა"
დიაცს არ გავაკარებდი,
ვეტყოდი სიმღერ-არაკსა.

საძოვარს მე წავიყვანდი,
შორ-შორ ვურჩევდი ბაწარსა,
ზამთარს შინ შავინახავდი
ვაჭმევდი თივა-ბალახსა...

"ხშირ-ხშირად ჩამოვწველიდი"
ვუკმევდი გუნდრუკ-საკმელსა,
თან ღმერთის სადიდებელად
მალ-მალ ვანთებდი სანთელსა...

ვიწვევდი მეზობელ-მოყვრებს,
ვაჭმევ-ვასმევდი ბევრ-ბევრსა...
ეჰ,უქონობას რა ვუთხარ,
რა ლექსს,შაირებს გათქმევსა!

ოცნებას არც ვინ მოუკლავს,
კბილს არც მე მამჭრის ალბათა,
ზოგ სიტყვა - ნასესხებია,
ზოგებს მე ვტოვებ ამბადა!..

...ეს ლექსი თქვენს გასართობად,
სახუმაროდ ვთქვი, -არაკად,
როცა გენატროთ - ჭიქაში
წყალი გადიქცეს არაყად.

ადექით,სადღეგრძელო თქვით,
შეგერგოთ! შესვით თამამად!
(რაც მინდა,-იმას ვინატრებ
ჩემ სიტყვის მე ვარ თამადა! )

                          14.12.2007


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები