ორი სიტყვა ცრემლზე და პოეტზე
მე ვარ ცრემლი, რომელიც მეგობრებმა მიატოვეს იმიტომ, რომ ბავშვობა ვერ დატოვა. ვიცი, მზარდია ინტერესი, როცა ცხოვრებაზე მსჯელობენ პოეტები; მე მიყვარს პოეტები, რომელნიც ბავშვობას ვერ ტოვებენ და რჩებიან ცხოვრებაში აუხსნელ განტოლებად. მე მიყვარს ყვავილებიც, რომლებიც პოეტებს ეჭირათ ოდესღაც, მერე კი ქუჩაში ვიღაცას აჩუქეს, რადგან არ შეეძლოთ, აღტაცება არ გაებნიათ და არ შეეკრთოთ მიწიერები და ხელები... პოეტის ხელები მთვარეაკრული და გაცრეცილი, მარჯვენა შუათითი აქერცლილი (მთვარის სიზმრებისგან) მიყვარს, დამიჯერეთ! სიზმარი დილამ გამიჩერა, როდესაც ჩემი დაჭორფლილი მარტოობიდან ამოშალეს მზის აღტაცება და განმეორდა რაღაც მარადი... ბავშვობას მუდამ სიზმრებს ვპარავდი რომ არ გავეძევებინე თავის სამფლობელოდან, ყელზე ბავშვობის სიზმრებმოხვეული, თმებზე ვარსკვლავებით, ხელში საკრავით, რომელიც იასამნის ჩურჩულს გამოსცემდა ვდარაჯობდი გულუბრყვილობას და ცხოვრებაში ვბრუნდებოდი ჭრელი პირობით რომ არასოდეს შევმტვერავდი შემოქმედის დიდ მარტოობას, არ უარვყოფდი მარადიულ შინაგან გვემას... და დღეს, გაზრდილმა მეგობრებმა უხმოდ დამტოვეს მარადიული ბავშვობის და სინათლის გამო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ძალაინ მომეწონა 5 ძალაინ მომეწონა 5
9. ბავშვობას მუდამ სიზმრებს ვპარავდი რომ არ გავეძევებინე თავის სამფლობელოდან,
ძალიან მომეწონა. :) მინდა კიდევ რაღაც დავამატო, მაგრამ უბრალოდ ვერაფერს ვამბობ, :) თავისი მელოდიურობით ამეკვიატა ეს სიტყვები
სიზმარი დილამ გამიჩერა, როდესაც ჩემი დაჭორფლილი მარტოობიდან ამოშალეს მზის აღტაცება
ბავშვობას მუდამ სიზმრებს ვპარავდი რომ არ გავეძევებინე თავის სამფლობელოდან,
ძალიან მომეწონა. :) მინდა კიდევ რაღაც დავამატო, მაგრამ უბრალოდ ვერაფერს ვამბობ, :) თავისი მელოდიურობით ამეკვიატა ეს სიტყვები
სიზმარი დილამ გამიჩერა, როდესაც ჩემი დაჭორფლილი მარტოობიდან ამოშალეს მზის აღტაცება
8. ბავშვობას მუდამ სიზმრებს ვპარავდი რომ არ გავეძევებინე თავის სამფლობელოდან, ყელზე ბავშვობის სიზმრებმოხვეული, თმებზე ვარსკვლავებით, ხელში საკრავით, რომელიც იასამნის ჩურჩულს გამოსცემდა ვდარაჯობდი გულუბრყვილობას
ბავშვობას მუდამ სიზმრებს ვპარავდი რომ არ გავეძევებინე თავის სამფლობელოდან, ყელზე ბავშვობის სიზმრებმოხვეული, თმებზე ვარსკვლავებით, ხელში საკრავით, რომელიც იასამნის ჩურჩულს გამოსცემდა ვდარაჯობდი გულუბრყვილობას
7. მე მიყვარს პოეტები, რომელნიც ბავშვობას ვერ ტოვებენ
მე მიყვარს პოეტები, რომელნიც ბავშვობას ვერ ტოვებენ
6. 5. ძალიან კარგი ხარ 5. ძალიან კარგი ხარ
5. მართალია mistery_100-ვით კომპეტენტური ვერ ვარ პოეზიის საკითხში, მაგრამ ჩემის მოკლე ჭკუით არაჩვეულებრივი ლექსია - დახვეწილი, სიმეტრიული რიტმითა შესანიშნავი რითმული სიმულაციებით...
ძალიან კარგი! მართალია mistery_100-ვით კომპეტენტური ვერ ვარ პოეზიის საკითხში, მაგრამ ჩემის მოკლე ჭკუით არაჩვეულებრივი ლექსია - დახვეწილი, სიმეტრიული რიტმითა შესანიშნავი რითმული სიმულაციებით...
ძალიან კარგი!
4. კარგია, გულწრფელი კარგია, გულწრფელი
3. :-? კი არის რაღაც პოეზიური მაგრამ უფრო პროზის ელფერი აქვს :) 3 :-? კი არის რაღაც პოეზიური მაგრამ უფრო პროზის ელფერი აქვს :) 3
2. ირმა ამის წინ რეებიც გედო ისინი ჯობდა. 4 ირმა ამის წინ რეებიც გედო ისინი ჯობდა. 4
1. და დღეს, გაზრდილმა მეგობრებმა უხმოდ დამტოვეს მარადიული ბავშვობის და სინათლის გამო. .................5 და დღეს, გაზრდილმა მეგობრებმა უხმოდ დამტოვეს მარადიული ბავშვობის და სინათლის გამო. .................5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|