ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: საბავშვო
13 აპრილი, 2009


წრიპიკო და წრუკა





ორღობეში ჩაიარეს,
ჭალა დარჩა უკან,
აღარ ახსოვთ არც კაკალი
და არც_ატმის კურკა.
ნეტავ საით იჩქარიან
წრიპიკო და წრუკა?

თურმე მტრედმა დაურეკა
ამ თაგუნებს დილით,
რომ წყალგაღმა,
სადაც ტყეა
მაღალი და ხშირი,
ფისუნია ავადაა,
მარტოა და ტირის.

აი,თურმე რატომ ჩქარობს
ორი თაგვი ასე…
და მიდიან მზის სიცილით
განათებულ გზაზე.
ფისოსათვის საჩუქარი
მიაქვთ,მართლაც,კარგი:
სულ ახალი,დიდი ფოტო
ფეხბურთელი თაგვის.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები