ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2009


შავი ორშაბათი

უხამსობაა ჩემი მხრიდან ლოცვა ამჯერად,
მხოლოდ განსაცდელმოვლენილი თუ გაგიხსენებ,
ეკლესიასთან  გადავიწერ პირჯვარს სამჯერად,
იმ წარსულ  ცოდვებს ვიმეორებ და არ ვისვენებ...

შავ ორშაბათსაც შავი მოყჰვა ტკივილი, დარდი,
მძიმე კვირაა, იგრძნო სულმა, სხეულმა, ფიქრმა...
რად არ ვიყავი სიმეონთან ტაძარში მაშინ,
ანნასთან ერთად რომ მეხილა მაცხოვრის მირქმა...

ალბატროსივით უღირსობა თავს დამტრიალებს,
მღელვარე ზღვას ხომ ვერ დააცხრობს განცდები წრფელი,
ტალღას მოვზიდავ, ჩავიხუტებ და ვატრიალებ
იქნებ ჩავძირო დღეს ფსკერამდე ოცნების გემი.

ვიგრძენ სიმლაშე, რაც ბარძიმით უკვე შეგასვი,
ფეშხუმზე ჩემი დამტვრეული სხეული გელის...
უკვე მოფრინავს ფრთაშესხმული რაში პეგასი,
მეც მომეძალა მასთან ერთად სურვილი ფრენის...

შავ ორშაბათსაც შავი მოჰყვა დარდი, ტკივილი,
მძიმე კვირაა, იგრძნო უკვე  ფიქრმა, სხეულმა,
გეთსემანიას  სისხლის ცრემლით ვიწყე ტირილი,
ლოცვა გავბედე,  ახლა უკვე ცოდვაძლეულმა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები