ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2009


სიტყვა_ როგორც ბედისწერა/მაყვალა გონაშვილს/

                    “თუმც შვილივით ვზარდე სიტყვა,
                    დედასავით დამიბერდა”.
                              მაყვალა გონაშვილი

სიტყვა_  როგორც ბედისწერა,
ცრემლი, გვემა, ჯავრი,
სიტყვა გულის საღვთო ძგერა,
სიტყვვა _ უფლის მსჯავრი.
სიტყვა _ ყულფი, სიტყვა_ ღელვა,
სიტყვა _ დედის ნანა,
სიტყვა _ ელდა, სიტყვა_ ელვა,
ჩვილის ანა-ბანა.
სიტყვისათვის ცადყოფილნი,
მოკლულ ფოთლებს ჰგავდნენ,
სიტყვის სარმით დახოცილნი,
სიტყვის მადლით აღდგნენ.
სიტყვა _ ღმერთო გამაგონე,
ერთადერთი სიტყვა,
რაც არასდროს არვის მონებს,
რაც არასდროს ითქვა.
რაბი! ნუთუ შენც სიტყვა ხარ,
სიტყვის მადლით მოდი,
მიწისა ხარ, ზეცისა ხარ,
საგოლგოთე ლოდი.
სიტყვა _ მესმის საგალობლად,
ტოტზე გოდებს მაფშალია,
მზე ბანზე ზის საწყალობლად,
უფლის წყარო დამშრალია.
დავდივარ და ცრემლით ვმღერი,
ვლოცულობ და გაბმით ვტირი,
დაიღალა სიტყვით ერი,
სიტყვის საბნის ბურავს ძილი.
ურწმუნოთა რწმენა, შიშით,
სიტყვა იქცა ბედის ნიშნად,
სიტყვით ვევნეთ, სიტყვით ვიშვით,
სიტყვა რინგზე რბევით მცდიდა.
სიტყვავ, ისევ შენ თუ გენდე,
როგორც დედის ნანას თბილის,
საწამებლად მექცა დღემდე.
რომ უძღები მერქვა შვილი.
მეც სიტყვა ვარ, დიდ დაფაზე,
როგორ მშლიდნენ ხელაღებით,
და მაღვრიდნენ ბალღამს ტანზე,
სიტყვის მღვრიე ხელადებით,
ხან მონებად ვყრივართ გზაზე,
ხან ეშმას გზით ვბელადდებით,
მაინც სიტყვის სიმს ვეკიდეთ,
იმედით თუ ცრემლდარდებით.
ვდგავარ შენ წინ, არცა მიწის,
არც ზეცის მსურს სამოსახლო,
მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვრის თბილ
ბაგით თქმულო სიტყვის მადლო!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები