| ავტორი: გიო გურჯი ჟანრი: პოეზია 14 აპრილი, 2009 |
. . .
ხეები... როგორ აწოწილან... როგორ აწოწილან ხეები... ლურჯი ბალიშივით, დათოვლილი ცაა მოღრუბლული, ვეება.
ხეები, ღრუბლებს შეწოლიან. ღრუბლებს შეწოლიან, ხეები. რა ვქნა... ავადმყოფის საწოლივით მოღრუბლული, ცაა... ვეება.
ე კ ა ტ ე რ ი ნ ა
ასე მგონია, სამი წელია, გაზაფხული არ მინახია. ატომური ბომბივით გავარდა გაზაფხული, (ლუქსემბურგში) გვიანი გაზაფხული,
ე კ ა ტ ე რ ი ნ ა...
გვიანი გაზაფხული სცოდნია აქეთ.
საოცარი ამინდებია... საოცარი შეგრძნებაა ისეირნო... ისეირნო ქუჩებში, თუ პარკებში. ისეირნო დღისით... ისეირნო ღამით... ისეირნო და იფიქრო შენზე.
იფიქრო შენზე და "ვიღაცასთან" ერთად ხელ-ჩაკიდებულმა... ვიღაცასთან, ვისაც თუნდაც... ვუყვარდე თუნდაც. თუნდაც, ვუყვარდე
ე კ ა ტ ე რ ი ნ ა...
რამდენჯერ, შენთვის მოკრეფილი, შენი ყვავილები... ხანაც ყვავილი... ხანაც ხის ტოტი, ბაცი ვარდისფერი კვირტებით გადახუნძლული, ხის მცირე ტოტი, შენთვის მოწყვეტილი, ხის მცირე ტოტი, სხვისთვის მიმიცია... და მითქვამს: ნახე... რა ლამაზი, სიცოცხლით სავსე ყვავილებია. (თვალები ყველას ერთნაირად უბრწყინავს ხოლმე) და ის თქვენია ! ის თქვენთვის არის...
ე კ ა ტ ე რ ი ნ ა ...
მხოლოდ ერთი, პატარა გოგო, ფრანგი "ჟაედი", როდესაც მას ყვავილებს ვჩუქნი, (ანგელოზივით ლამაზი და თეთრია "ჟაედ") როდესაც მას ყვავილებს ვჩუქნი, (მამა ზრდის "ჟაედს"... დედა კი ჰყავს, მაგრამ მამა ზრდის.) მიყურებს და არაფერს ამბობს. სევდანარევი, ანგელოზის თვალებით, მიყურებს ხოლმე.
თითქოს იცოდეს,
ე კ ა ტ ე რ ი ნ ა ...
თითქოს გგრძნობდეს, ან წინათგგრძნობდეს...
ე კ ა ტ ე რ ი ნ ა ...
მიყურებს ხოლმე ასე, მცირე ხანს. მიყურებს და არაფერს ამბობს. მიყურებს და არ მეკარება ! მიყურებს და არ მეკარება... არ მეკარება...
ე კ ა ტ ე რ ი ნ ა ...
უცხოობაც სცოდნიათ ბავშვებს. "უცნაურია", ამბობს ხოლმე "ჟაედის" მამა. წითლდება ხოლმე. მე არ ვწითლდები.
"ჟაედი" - ჩემი ყველაზე უღალატო მესაიდუმლეა
ე კ ა ტ ე რ ი ნ ა ... ე კ ა ტ ე რ ი ნ ა ... ეჰ...კ ა ტ ე რ ი ნ ა ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ზევსის თემაში ვნახე ეს ლექსი და დამაინტერესა ვისი იყო, თურმე თქვენი ყოფილა :) ძალიან მომეწონა, ძალიან.
+5 ზევსის თემაში ვნახე ეს ლექსი და დამაინტერესა ვისი იყო, თურმე თქვენი ყოფილა :) ძალიან მომეწონა, ძალიან.
+5
19. ლამაზი ლექსია ლამაზი ლექსია
18. ულამაზესი ლექსია ...ეკატერინა... ფორმითაც და განცდის ხილვითაც... რაღაც ახალი სიო უბერავს...ეკატერინა....:) ულამაზესი ლექსია ...ეკატერინა... ფორმითაც და განცდის ხილვითაც... რაღაც ახალი სიო უბერავს...ეკატერინა....:)
17. მომეწონა, ორიგინალური, რარაც ახლის შემცველია ლექსიც, მისი სტილიც, ფორმაც... მომეწონა, ორიგინალური, რარაც ახლის შემცველია ლექსიც, მისი სტილიც, ფორმაც...
16. ახლოს მოვიდა ძალიან..
ახლოს მოვიდა ძალიან..
14. რამდენჯერ, შენთვის მოკრეფილი, შენი ყვავილები... ხანაც ყვავილი... ხანაც ხის ტოტი, ბაცი ვარდისფერი კვირტებით გადახუნძლული, ხის მცირე ტოტი, შენთვის მოწყვეტილი, ხის მცირე ტოტი, სხვისთვის მიმიცია... და მითქვამს: ნახე... რა ლამაზი, სიცოცხლით სავსე ყვავილებია.
ჩემი განწყობის ლექსი რამდენჯერ, შენთვის მოკრეფილი, შენი ყვავილები... ხანაც ყვავილი... ხანაც ხის ტოტი, ბაცი ვარდისფერი კვირტებით გადახუნძლული, ხის მცირე ტოტი, შენთვის მოწყვეტილი, ხის მცირე ტოტი, სხვისთვის მიმიცია... და მითქვამს: ნახე... რა ლამაზი, სიცოცხლით სავსე ყვავილებია.
ჩემი განწყობის ლექსი
13. ხეები, ღრუბლებს შეწოლიან. ღრუბლებს შეწოლიან, ხეები. რა ვქნა... ავადმყოფის საწოლივით მოღრუბლული, ცაა... ვეება.
ხეები, ღრუბლებს შეწოლიან. ღრუბლებს შეწოლიან, ხეები. რა ვქნა... ავადმყოფის საწოლივით მოღრუბლული, ცაა... ვეება.
11. გვიანი გაზაფხული სცოდნია აქეთ.
საოცარი ამინდებია... საოცარი შეგრძნებაა ისეირნო... ისეირნო ქუჩებში, თუ პარკებში. ისეირნო დღისით... ისეირნო ღამით... ისეირნო და იფიქრო შენზე.
მიყვარს ამგვარი განწყობის ლექსები.... გვიანი გაზაფხული სცოდნია აქეთ.
საოცარი ამინდებია... საოცარი შეგრძნებაა ისეირნო... ისეირნო ქუჩებში, თუ პარკებში. ისეირნო დღისით... ისეირნო ღამით... ისეირნო და იფიქრო შენზე.
მიყვარს ამგვარი განწყობის ლექსები....
10. საინტერესოა ჩანაფიქრიც და განხორციელებაც. კარგი ხარ, გურჯო! იმო ჯახუანი დავით შემოქმედელი
საინტერესოა ჩანაფიქრიც და განხორციელებაც. კარგი ხარ, გურჯო! იმო ჯახუანი დავით შემოქმედელი
9. ავადმყოფის საწოლივით მოღრუბლული, ცაა... ეს პოეტის ნათქვამია ძმაო! :) ავადმყოფის საწოლივით მოღრუბლული, ცაა... ეს პოეტის ნათქვამია ძმაო! :)
8. . . .
ხეები... როგორ აწოწილან... როგორ აწოწილან ხეები... ლურჯი ბალიშივით, დათოვლილი ცაა მოღრუბლული, ვეება.
ხეები, ღრუბლებს შეწოლიან. ღრუბლებს შეწოლიან, ხეები. რა ვქნა... ავადმყოფის საწოლივით მოღრუბლული, ცაა... ვეება.
ვახ, მომნატრებია შენი გურჯული ლექსები :) 555 . . .
ხეები... როგორ აწოწილან... როგორ აწოწილან ხეები... ლურჯი ბალიშივით, დათოვლილი ცაა მოღრუბლული, ვეება.
ხეები, ღრუბლებს შეწოლიან. ღრუბლებს შეწოლიან, ხეები. რა ვქნა... ავადმყოფის საწოლივით მოღრუბლული, ცაა... ვეება.
ვახ, მომნატრებია შენი გურჯული ლექსები :) 555
7. ე კ ა ტ ე რ ი ნ ა...
რამდენჯერ, შენთვის მოკრეფილი, შენი ყვავილები... ხანაც ყვავილი... ხანაც ხის ტოტი, ბაცი ვარდისფერი კვირტებით გადახუნძლული, ხის მცირე ტოტი, შენთვის მოწყვეტილი, ხის მცირე ტოტი, სხვისთვის მიმიცია... და მითქვამს: ნახე... რა ლამაზი, სიცოცხლით სავსე ყვავილებია. (თვალები ყველას ერთნაირად უბრწყინავს ხოლმე) და ის თქვენია ! ის თქვენთვის არის... ეს ყველაზე მეტად ე კ ა ტ ე რ ი ნ ა...
რამდენჯერ, შენთვის მოკრეფილი, შენი ყვავილები... ხანაც ყვავილი... ხანაც ხის ტოტი, ბაცი ვარდისფერი კვირტებით გადახუნძლული, ხის მცირე ტოტი, შენთვის მოწყვეტილი, ხის მცირე ტოტი, სხვისთვის მიმიცია... და მითქვამს: ნახე... რა ლამაზი, სიცოცხლით სავსე ყვავილებია. (თვალები ყველას ერთნაირად უბრწყინავს ხოლმე) და ის თქვენია ! ის თქვენთვის არის... ეს ყველაზე მეტად
6.
მაგრად მომეწონა,, მართლაც, ,, მაგრად წერ და ამას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე ვიყვირებ ხმამაღლა,, ,,
:)
კეთილი სურვილებით, განდი. არწივი.
მაგრად მომეწონა,, მართლაც, ,, მაგრად წერ და ამას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე ვიყვირებ ხმამაღლა,, ,,
:)
კეთილი სურვილებით, განდი. არწივი.
5. საინტერესოა ჩანაფიქრიც და განხორციელებაც. კარგი ხარ, გურჯო! საინტერესოა ჩანაფიქრიც და განხორციელებაც. კარგი ხარ, გურჯო!
4. კარგი იყო! :) :) :) კარგი იყო! :) :) :)
3. მომეწონა! :) მომეწონა! :)
2. ღრმა და აზრიანი... ღრმა და აზრიანი...
1. ხეები, ღრუბლებს შეწოლიან. ღრუბლებს შეწოლიან, ხეები. რა ვქნა... ავადმყოფის საწოლივით მოღრუბლული, ცაა... ვეება. :) ხეები, ღრუბლებს შეწოლიან. ღრუბლებს შეწოლიან, ხეები. რა ვქნა... ავადმყოფის საწოლივით მოღრუბლული, ცაა... ვეება. :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|