ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფორუმთმავალი
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2009


ელექტრონული ქრისტე

(ნაწყვეტი პოემიდან “ელექტრონული ქრისტე”)



ერთხელაც მოვხდეთ
და მოვახდინოთ ყველა ჩვენგანი
ისე, როგორც იესომ მოახდინა თითოეული წამი
და არ გამოაცალკევა ისინი
დროის მანქანიდან.

ისე, უბრალოდ, მოვახდინოთ ერთმანეთი
და ჩვენც ისე, უბრალოდ, მოვხდეთ.
რა საჭიროა, ზეცაში მოვხვდეთ,
ან ერთმანეთის გახედნილ სულებს
ცაში ასროლილ ქვასავით მოვხვდეთ?!
უბრალოდ, მოვხდეთ
ისე, როგორც იბსენის დრამების მეორე ტომი
და გალაკტიონის თავის ქალაზე
მიმხმარი ხვლიკის თავის ქალა
და შენი თავის ქალაზე
მიყრდნობილი ჩემი თავის ქალა
და მუზეუმში დაყუდებული
პირველი ევროპელის თავის ქალა

ერთხელაც მოვხდეთ
და მოვახდინოთ ყველა ჩვენგანი
და ყველა ნივთი, რომელიც გვაძლევს
უფლებას, ვფლობდეთ
და მოვახდინოთ ყველა ღმერთი,
რომელიც გვაძლევს უფლებას, ვფლობდეთ
და ყველა ქალი, რომელიც გვაძლევს უფლებას, ვფლობდეთ,
თანაც, ღამეში სამჯერ ან მეტჯერ ან სამჯერ.
და ყველა ბავშვი, რომელთაც ღამით
ესიზმრებათ საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენცია
და ყველა ქალი,
რომელთაც არ ესიზმრებათ
მთვარეზე გაკრული ქრისტე
და ჩვენ მიერ
დაუდევრად ნათქვამ სიტყვებზე გაკრული ქრისტე
და საკუთარ უკვდავებაზე ამხედრებული ქრისტე,
რომელიც მოხდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები