ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2009


ანდრომედე

ღამევ, ასე  უსასრულოდ  გაგრძელდი და  არ გათენდე,
ჩემს მტერს რატომ  დაუზავდი?  ვერ ვიჯერებ  თუ მათ ენდე,
მე სიყვარულს    გიმტკიცებდი,  შენ კი მაინც  არ მომენდე,
ვარსკვლავების  სპირალურ ნისლს,  თვალით ვუმზერ    ,,ანდრომედე".
ინერციით  გავაგრძელე  მოძრაობა  აისამდე,
საუკუნე  მომეჩვენა  აპრილიდან  მაისამდე.
მოიშალა  რესორი და  გაუხშირდა  გულს ბიძგები,
დღეს კი ვეღარ  გავარკვიე,  მე მიყვარდი  თუ  გიძლებდი...
გეჯასავით  ამომთალე  უკვე გული  სხეულიდან,
ყველა ლექსი  ამოვხიე  საყვარელი  რვეულიდან...
აი წარსულს  ვასაფლავებ,  თან მომყვება  ასაბია,
მელოდია  რომ ჩამესმის,  ზეციური    ანსამბლია.
ღამევ, ასე  უსასრულოდ  გაგრძელდი და  არ გათენდე,
ჩემს მტერს რატომ  დაუზავდი?  ვერ ვიჯერებ  თუ მათ ენდე,
მე სიყვარულს    გიმტკიცებდი,  შენ კი მაინც  არ მომენდე,
ვარსკვლავების  სპირალურ ნისლს  თვალით ვუმზერ    ,,ანდრომედე".


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები