ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2009


Si, certo

გამაგდე შენი ცხოვრებიდან...
როგორც ვენახში ყურძნის საჭმელად
გადმომძვრალი მეზობლის ბავშვი...
ზღვამ ხელი მკარი -
მომისროლე ნაპირზე თევზი,
მგუდავს სპაზმები
და ამაოდ დავეძებ საშველს.
ერთხელაც გავხვრეტ!
ქვადქცეული ეგ შენი გული
რამდენს გაუძლებს
მონოტონურს, ცრემლების წვეთას?
მაგრამ... მანამდე,
ჩაბნელებულ, ნახევრად, ბარში,
კითხვაზე: -ღვინო?
ვუპასუხებ მიმტანს: Si, certo!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები