ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2009


მუხა

ჩემს წინ - დგას მუხა !
რომლის ჩრდილში არავინ არის...
უკან კიდე მთელი ქალაქი,
მთელი ჩემი - ავი და კარგი.
მთელი ჩემი - ეკატერინა...

ჩემს წინ დგას "ბებერ",
მუხის ჩრდილში მცოცავი ბაღი.
ჩასთვლიმა "ბებერ".
დაუშვია დაბლა აფრები.
როცა ნუში, ერთთავად ჰყვავის !
(როდესაც კვირტებს ნელი ქარი უცეკვებს თავად)

დახრილი აქვს მუხას ტოტები,
როგორც მოხუცს, რომელიც ჩემს წინ,
ორი წუთის წინ ჩაატარა, შუახნის ქალმა.
თეთრთმიანი, სათნო მოხუცი.
რომლის მხოლოდ ხელები თრთოდა,
(როგორც მუხის თრთიან ტოტები)
რომლის სახე, უემოციო. არაფრის მთქმელი.
მუხის ქერქივით დაკეცილი, დამშვიდებული,

მაფიქრებს...

ღმერთი უსახლდებათ, ალბათ მოხუცებს.
ამ მუხაშიც ღმერთია ალბათ
და იმ ბავშვებშიც, დედებმა რომ ჩამოატარეს.

"ღმერთი, მხოლოდ ზრდასრულებს გვტოვებს"...
აქაც ვცდები, ახლა არა ვთქვი
რომ ამ ბავშვის, სუფთა თვალებით.
ამ მოხუცის უმშვიდეს სახით
და ამ მუხის მწვანე ფოთლებით
გვხედავს მეთქი საბრალო ღმერთი.
ხედავს მეთქი ჩვენს მრუდე ჩრდილებს.
ამ ფოთლების ჟანგბადით გვწვდება,
შემოდის ჩვენში...
გვივსებს ფილტვებს და გვახანგრძლივებს.

მერე ისევ
ამ ბავშვების წმინდა თვალებით.
მათი უზადო. თამამი მზერით,
გვიმზერს ასეა.
-ინსტიქტურად ვუღიმით ბავშვებს.
(გვინდა არ გვინდა, შეგვიძლია არ შეგვიძლია)...

ამ გამოხედვას შეინარჩუნებს, ვინც...
გადარჩება.

ეს გამოხედვა,
ეს ღიმილი
ეს უშუალობა
უძლებს მხოლოდ სამოთხის კარებს.
(მის "Fece control"-ს)
რა შორს წავედი...

მერე მოდის ეს ჩვენი ღმერთი
და მოხუცების, მოსიარულე სავარძლებიდან,
მოხუცების უთეთრეს თმებით
(მუხის ქერქივით დაკეცილი)
და მშვიდი სახით,
უემოციო,
გვაკვირდება მაღალი ღმერთი.

ამას წინ მკითხეს, ბავშვმა მკითხა
- მოხუცებმა ასეთი უცნაური მოშტერება, რატომ იციანო...
რა მათქმევინებდა,
მოდი, ორ დღეში, ახალ ლექსს დავწერ,
"მუხა" ერქმევა და
იქ ნახე მეთქი...

ჰოდა მოკლედ :
ჩემს წინ დგას მუხა,
მუხის წინ კი სულელი ბავშვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები