ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2008


ხატთან ნიკოლოზის

ხატთან ნიკოლოზის


აგინთე სანთელი
ხატთან ნიკოლოზის
კარგი იქნებოდა
საყდარში მყოლოდი
ვეძლევი მოლოდინს
სიცოცხლით ნათელი
ხატთან ნიკოლოზის
იწოდა სანთელი.
მშვიდობით იარე
მე დიდხანს ვილოცე
გაგაცლი იარებს
შენ ნუ გაიოცებ,
თუ სულმა თავადვე
იპოვა ოცნება
ყრმა და მარიამი
მიჰყავდა იოსებს...
ან რა მელექსება?!
ან რა მეკოცნება?!
ხატთან ნიკოლოზის
მარადი ნათელით
გიწიოს...
გიწიოს...
შენ ჩემმა
ლოცვებმა.





. . .


ისევ წვიმის წვეთები,
ისევ უხმო გლოვა...
რასაც ასე ელოდი
გაჰქრა,აღარ მოვა

და თუ მოვა როდისღა
ალბათ ძლიერ გვიან.
დღეს კი კოკრებს ვარდები,
უხალისოდ შლიან.



სიყვარულიდან


სიყვარულიდან გარდამოვედი
ვარდ-ყვავილებით გადაპენტილი.
არაფერი ვარ გარდა პოეტის,
მე ქვეყნის ზურგზე ერთი წერტილი.
არაფერი ვარ ლექსის გარეშე
და შთაგონებას ვეძებ ალებით
თუ პოეზიით არ გავილეშე?!
განწირული ვარ! არ გებრალებით?
სიყვარულიდან იშვა სამყარო
და სიძულვილსაც უნდა ატანა
უფლის თვალებმა მინდა დამღალოს
ცას,რომ სხივებად გამოატანა
არაფერი ვარ! გარეშე კალმის
ჩემი სიცოცხლე პოეზიაა,
გულს მახევს მუზა,როგორც ეკალი
უკვდავების წყალს რომ ეზიარა.
არაფერი ვარ! გარეშე ლექსის,
სადღაც მთავრდება ჩემი მიზნებიც...
მოვა დრო როცა უფლის თვალებში,
მე ცრემლებივით შევიხიზნები.



თუ კი გენებოთ

ო...
ღმერთო ჩემო?!
ცხრა მთას იქით გადულექია...
ბრმა ბედისწერას მშვენება
ქართვლის.
სახელი?
ნინიჩკა
ნინიჩკა?
ნინიჩკა!
ეხ...
ვერარეჩკამდე თუ ფეხი მიმიწვდა...
მე თქვენის ცქერით,
ვერა ძალა
ვერასდროს
დამღლის.
ქალო და მშვენებავ...
ქალო და მშვენებავ...
სულ ერთი ღამით
გამომყევით,
თუ კი გენებოთ.
და მერე...
და მერე...
და მერე...
თუ გინდა?!
ეშმაკს წაუღია...
წყეული ქვეყანა.
თქვენ, რომ არ გიყვარდეთ?!
ძლიერ არ გიყვარდეთ?!
გთხოვდით კი?
მე განა?!
კოლხიდის მშვენებავ...
სულ ერთი ღამით...
ერთი ღამით
გამომყევით,
თუ კი
გენებოთ...


მიძღვნა...-ს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები