ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2008


ღამის სოლიტერი

<b>“не везёт мне в смерти, повезёт в любви”</b>

ახლოსაც რომ  იყო, ვერაფერს მიშველი,
კარი - გადავრაზე, გზები - მოვიჭერი,
ნერვებით მოვქოსოვე ახალი თამაში -
„წიკიანი ქალის ღამის სოლიტერი“.

კარტები შავ-წითელ დასტებად ლაგდება
(დავალ წაგებისგან სიმწრით განაბული),
მეყო ბედისაგან საცინლად აგდება,
პიკის ქალად უნდა ვიქცე  დამა გული.

სიმღერაც თურმე ურცხვად მატყუებდა,
სად უნდა ვეძებო ღმერთო, მაშ სიმართლე?
კარტში - უკვე ვთქვი, რომ ხშირად ვმარცხდებოდი,
მაგრამ სიყვარულშიც არასდროს მიმართლებს...

სწრაფად ვითამაშებ ბოლო დარიგებას,
ჩემი ბედის მწერალს მსურს  თხოვნით მივმართო-
სამოთხის საშვები როცა დარიგდება,
სულ ერთხელ, იმჯერად მაინც გამიმართლოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები