ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2009


ცხოვრების ქარაგმა

მიყვარდი... მძულდი...ჰო, უბრალოდ არაფრით
ვიყავით ტანდემი მზერის არიდება,
წასულ და მოსასვლელ დღეების კარნახით,
შენშიც აყირავდა მკვლელი ადენომა.

სიკვდილი... ისიც ხომ არის უსასჯელო,
ქალებმა იოლად წამართვეს ცხოვრება...
ეს ყოფაც _  შური და შიში უსაშველო,
ყველა ბილწ ბოგანოს რომ ემათხოვრება.

შენს სხეულს იქითაც ეგოს აკივლება,
კლიტორს ისერავ თუ სექსში დუელანტობ,
ცაში თუ თავდება... მიწაზე იწყება...
ჩემი ბგერა ხარ თუ უცხო ესპერანტო.

დელგმაში ქარებთან ბედსაც სულ იქ ცდიდი,
ამიხსენ უცნობი ცხოვრების ქარაგმა,
ავტოშამათით თუ ველურ სუიციდით,
წაქცეულ ბილბორდთან დამხვრიტა ქალაქმა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები