ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2009


ბრწყინვალე შვიდეულის ორკეცი სონეტი


ვით  გამიძლოს  ავადმყოფმა  გულმა,
გაუძლისმა  ვარამმა  რომ  გახრა...
-  როგორც  წყალი  ( უდაბნოში!.. )  მწყურვალს,
ისე  მამულს  შველა  უნდა  ახლა!..

როდის  გვძლევდა  წუწუნი  და  ურვა,
სიამაყით  თავაღერილთ  მაღლა?!.
-  ძირს  გვითხრიდა  სულ  ერთურთთან  მდურვა!..
-  ერს  ერთობა  თუ  უშველის  ახლა!..

რომ  იზეოს  კვლავაც  ჩვენმა  რჯულმა,
მტერს  სიმტკიცე  შევაგებოთ  ლახვრად!..
-  თუკი  დღემდე  ვერვინ  დაგვიურვა,
ვერცროს  ნახონ  ჩვენი  ქედის  დახრა!..

-  ამ  მტერუხვი  ქვეყნის  შვილნი  თუ  ვართ,
მეციხოვნედ  მისად  დავდგეთ  ახლა!..

თუ  ციერთან  არ  ვიქნებით  უბრად,
ვიფრენთ  ყველა  მზაკვარსა  და  ახვარს...
გადავრეკავთ  მკალს  -  მოჯარულს  ღრუბლად
და  უფლის  ზვარს  ავაყვავებთ  ახლად!..

ვერასოდეს  დაგვიმონოს  ჭმუნვამ -
მოვუაროთ  ჩვენს  მოსავლელ  მაღლარს!..
-  სიცოცხლე  რომ  გაუმწარა  მუმლმა,
იმ  მუხას  ხომ  შველა  უნდა  ახლა!..

ვერ  ასცდება  ერის  წყევლა-კრულვა,
მას, ვინც  გულში  ავს  ჩაიდებს  ზრახვას!..
-  ვინც  მამულზე  დაივიწყებს  ზრუნვას!..
-  ვინც  გაყიდის  ტყეს, საზვრეს  და  სახნავს!..

-  ვერცროს  წაგვლეკს  წუთისოფლის  ბრუნვა,
თუ  სამშობლოს  გადავარჩენთ  ახლა!!!

                            ბრწყინვალე  შაბათი
                                        2009  ქ.შ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს