ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2009


რაღა უნდა მიყო მტერო

რაღა უნდა მიყო, მტერო,
მაშინც ვტირი, როცა ვმღერი,
აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს,
იქით _ რუსის ხიშტის წვერი.

გულში ბოღმა ჩამისახლდა,
ჟამი ესე მექცა ფარსად,
მე რომ გოგო შევიყვარე,
თათრის ფაშის დგება ხასად.

მე რომ ბიჭი ძმად ვიგულე,
მტრის ტაბლასთან მოყვრად მჯდარი,
აქეთ მკლავს და აქეთ მპარავს,
ვაი, ჩვენი ცოდვის ბრალი.

და მახელებს გრძნეული ხმა,
ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი,
გორს და ზუგდიდს იქით უკვე
საქართველო აღარ არი.

და სარჩოსთვის ქუჩაში მდგარს,
სახეში სცემს ქარი, მტვერი
და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს
ჩემი გაძარცული ერი.

რაღა უნდა მიყო, მტერო,
მაშინც ვტირი, როცა ვმღერი,
აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს,
იქით _ რუსის ხიშტის წვერი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები