ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან აფაქიძე
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2009


სიმბოლიზმის ცეკვა სიკვდილთან

იმ ირმის რქებს მოვეკალი ცისფერ მთაზე...
როგორც თევზი იმარხება ზღვაში ცოცხლად
ეგრერიგად დავიმარხე შენს სიღრმეში.

იმ ირმის რქებს მოვეკალი ცისფერ მთაზე,
ცისფერ დღეში სილამაზის ეგდო ლეში.
და მის თავზე
                    ცისფერი დღე
                                      იქცა შავად...
მგლოვიარეს -
                      შემოგხედე მე თვალებში
და რითმამ და ჰარმონიამ დამანავლა.
მოვკვდი ჩემში -
                            მე!
ჰოდა მაშინ -
კიდევ ერთი სილამაზე დაიღუპა.
მაგრამ თმები, შენი თმები,
გთხოვ,
რომ აღარ გაათეთრო...
შეინახე თუნდაც მათში მზის სხივები -
და გპირდები -
                        მე აღვსდგები პირველ სახით...
და ბავშვივით ჩემს თავს ჩავრგავ შენს კალთებში...

იმ ირმის რქებს მოვეკალი ცისფერ მთაზე, ცისფერ დღეში...

1992 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები