| ავტორი: manana ჟანრი: პოეზია 28 აპრილი, 2009 |
არ ვიცი, ნეტავ, თუ მეღირსება, რომ შენს მიწაზე დავადგა ფეხი... და თუ ეს მოხდა, მდაბლად, თავდახრით შენცა და უფალს მადლობას გეტყვით.
ფიქრებში გხედავ მხარბეჭგადაშლილს, ზვიადს, მშობელი კლდეების დარად. მდგომარეს მაღალ კავკასიონზე, ხმალჩაუგებელს სამშობლოს ფარად.
ხევსური მხოლოდ ხევსურეთს ცხოვრობს! - აბა გაბედეთ, შემეკამათეთ - ვინმეს გინახავთ მინდორში, ხეზე ბუდეში მჯდარი არწივის მართვე?!
დრო გადიოდა, თან მიჰყვებოდა მათ წარმავალი კაცთა ნაკადი... ნეტავი ვინმე თუ იფიქრებდა - ხევსურეთს ხევსურს რომ ვერ ნახავდი?
მე სამწუხაროდ, ამ დროს მოვესწარ, მე - შორეული შენი ნიშატი. ბარად ჩამოყრილ ხევსურთა შვილებს სულ დაეკარგათ შენი ნიშანი.
მალე რაც არის ისიც გაქრება, ვერავინ უძლებს დროის მსვლელობას, მაგრამ მე ჩემს თავს ვერ ვაპატიებ ჩემგან შენს გზებზე მოუსვლელობას.
ასჯერ გაგონილს, ათასჯერ ნაფიქრს, მირჩევნის ერთხელ შეგავლო თვალი ჩემი ფესვებიც შენს მიწაშია, მეცა ვარ ერთი ხევსურის ქალი!
რაც იყო ცუდი ვერ გავასწორებ, თავს სინანულად ესაც მეყოფა. ვიცი, შენს მიწას წაუხოცავ ჭდედ წარსულ ხევსურთა კვალი ეტყობა.
იქნება შევძლო შენთან მოვიდე - მთელი სიცოცხლე მე ამას ვნატრობ,... წინ-წინ გილოცავ ათენგენობას და უხევსურო ხევსურეთს ვდარდობ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. გაიხარეთ... გაიხარეთ...
12. ნეტავი ვინმე თუ იფიქრებდა - ხევსურეთს ხევსურს რომ ვერ ნახავდი?
ეჰ... :( ნეტავი ვინმე თუ იფიქრებდა - ხევსურეთს ხევსურს რომ ვერ ნახავდი?
ეჰ... :(
11. უხევსურო ხევსურეთს ვდარდობ... უხევსურო ხევსურეთს ვდარდობ...
10. ხევსური მხოლოდ ხევსურეთს ცხოვრობს! მრავლისმთქმელი ფრაზაა... ხევსური მხოლოდ ხევსურეთს ცხოვრობს! მრავლისმთქმელი ფრაზაა...
8. "იქნება შევძლო შენთან მოვიდე - მთელი სიცოცხლე მე ამას ვნატრობ,..."
ისევ მოვედი აქ, მეორედ ვაკომენტირებ. :) ეს მონაკვეთი ძალიან მომეწონა. ჩემი სათქმელიც ეგაა... მეც ასე ვარ, მთელი სიცოცხლე იმას ვნატრობ, როდესმე ვნახო ეს მხარე. :) ხევსურეთი უბრალოდ ჩემი სისუსტეა. "იქნება შევძლო შენთან მოვიდე - მთელი სიცოცხლე მე ამას ვნატრობ,..."
ისევ მოვედი აქ, მეორედ ვაკომენტირებ. :) ეს მონაკვეთი ძალიან მომეწონა. ჩემი სათქმელიც ეგაა... მეც ასე ვარ, მთელი სიცოცხლე იმას ვნატრობ, როდესმე ვნახო ეს მხარე. :) ხევსურეთი უბრალოდ ჩემი სისუსტეა.
7. შენ გაიხარე მანანა...:) შენ გაიხარე მანანა...:)
5. ნატვრად მექცა ხევსურეთი..... ლამაზი და სავსე ლექსია, წარმატებები!!! :) ნატვრად მექცა ხევსურეთი..... ლამაზი და სავსე ლექსია, წარმატებები!!! :)
4. და უხევსურო ხევსურეთს ვდარდობ...
მიყვარს ხევსურეთი...
და კარგი manana ხარ შენ :)
და უხევსურო ხევსურეთს ვდარდობ...
მიყვარს ხევსურეთი...
და კარგი manana ხარ შენ :)
2. გაიხარე,დიდება ხევსურეთს! გაიხარე,დიდება ხევსურეთს!
1. ხ ე ვ ს უ რ ე თ ი ! ! !
მიყვარს, ძალიან, ძალიან... სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ლექსებს, სულ ხევსურეთზეა თითქმის :) გაიხარეთ! ხ ე ვ ს უ რ ე თ ი ! ! !
მიყვარს, ძალიან, ძალიან... სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ლექსებს, სულ ხევსურეთზეა თითქმის :) გაიხარეთ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|