ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2009


***

ცითა და მიწით გახარებული,
როგორც ჰაერი_დაფენილი
ჯეჯილის მობიბინე ტალღებზე.


დედაშვილობა
----------------------
ნისკარტით საკვები მოუტანა,
ფრთებით_ცის სურნელი
და თვალებით_სითბო  ღმერთისა.

***
ვით შვილიშვილს პაპა და ბებია,
დაგატარებენ დარდი და სიხარული.
ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს ორივე!

***
წყარო.მდინარე.ოკეანე.
სამივეში
ღმერთის ცრემლის სილამაზეა.

***
დასალიერზე თითქოს სივრციდან
გამოგვეცხადა და არა მთის
მეორე მხარიდან...

***
ცის ხმები და ფერები
ისე მოენატრა,_
ოკეანიდან კუნძულებად ამოიზარდა.

***
ღმერთს ისე დაუმშვენებია
ზეცა და დედამიწა,_
სულ ერთია,რომელთან იქნები.

***
ბედს რატომ ემდური,
რატომ გავიწყდება,
რომ დაბადებიდან სივრცეში ხარ,
მწვანე პლანეტასთან ერთად.

***
საღამო.დედა სახლში შევიდა
და სახლი ყვავილივით დაიხურა
და უფრო განათდა...

***
ქალი_
ღმერთის ფიქრების თაიგული.

***
მელოდია ღმერთის გულისა_
თენების ფერები და გალობა.

***
ქალის გული ნათელია,
ვით წყალი სამოთხისა.
კაცის გულში მზიანი ნისლია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები