ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
12 მაისი, 2008


ტელეფონომანია

ტლეფონმა დარეკა, ავიღე და ოოოოო,ოღონდ ეს არა, ეხლა იტყვის რა ხდება ახალი და კარგიო?ამას დღეში შვიდჯერ რომ მნახოს
მაინც იკითხავს. რა თქმა უნდა გავიფიქრე და იმასაც არ დაუყოვნებია:
-- როგორ ხარ? რა ხდეგას ახალი და კარგი?
-- ალერგიანოოო!
-- რაა?
-- ა, არაფერი, ჩემთვის ვთქვი. შენ რას შვები რგორ ხარ?
-- რა ვიცი, სამსახურში არ წავედი და...
-- აბა, სად წახვედი? -- გამეცინა და ზუსტად ვიცოდი რაღაც
ისტორიას მომიყვებოდა , მერე აზრს მკითხავდა რას ფიქრობო. ხოდა სწორედ ფიქრებში ვიყავი წასული, როცა ხმამაღალი ტონით დაიწყო თუ განაგრძო:

--მერე წავედით თანამშრომლები რუსთავში, რალი-ზე. მაგარი იდიოტობა იყო რა, თან მაგარი ვიხალისე რა, თან ოპელ ასტრამ მოუგო ყველას. ხოდა შენ რას შვები?
-- მეც ეხლა მოვედი.
--რას იტყვი?
-- რავი დაქალი ვნახე და მოვედი.
-- რას ფიქრობ , თუ ვერ ერკვევი?
-- ვერ ვერკვევი.
-- ხოდა ოპელის მოგებაზე რას ფიქრობ?
-- სიმართლე გითხრა?
-- კი.
-- მაგარი მკიდია.
-- და რატო?
-- იმიტომ.
-- მაინც?
-- წავედი დაქალი მოვიდა.
-- რა დროს წასვლაა, მითხარი რა რას ფიქრობ?
-- რაზე, ოპელ ასტრაზე,  თუ შენზე? -- სიცილი ამიტყდა და უკვე დაკიდებას ვაპირებდი.
-- ოპელზე ვაა.
აუ, ეს ვინააა. აი, მორჩა, ეხლა დავუკიდებ. ნახოს, თუ არ დავუკიდო. ხოდა ყურმილი დავდე კიდევაც. მერე ჩემს თავზე ვთქვი: უჟმური, უჟმური და სხვა ოთახში გავედი. იქ, ერთი, დიდი პრობლემა მელოდებოდა. კარადა მქონდა ასაწყობი. უჯრები გადმოყრილიყო და ტანსაცმელი იატაკზე მიმოფანტულიყო. ისევ სატელეფონო ზარი:
-- მგონი გავგიჟდი! ცუდად ვარ და მალე მოვკვდები !
ამის გაგონებაზე ადრე თმა ყალყზე მიდგებოდა, ეხლა კი უბრალოდ მივეჩვიე. შედარებით მივეჩვიე, თუმცა მღელვარებისგან მუცლის ტკივილი მაინც ვიგრძენი. მაგრამ ისე მძაფრად აღარ და კითხვაზე კითხვითვე ვუპასუხე:
-- ხოო? შენ იცი, რატომ არის ხოლმე კედელი მწვანე?
-- რაა?
-- კედელი რატომ არის მწვანეთქო. აი, თუ მიპასუხებ, ესე იგი გიჟი ხარ, თუ ვერა და ვერ მოგართვით ეგ სიგიჟე მისტერ.
-- ნუ... ალბათ...
-- ხო , გისმენ. აბა, კონკურს ვმართავთ სიგიჟის ტიტულის მოსაპოვებლად და არ შემარცხვინო მისტერ.
-- ნუ... მოუნდათ და შეღებეს მწვანედ რა... მე რა ვიცი.
-- ვა,  მართლაა? ნამდვილი, ჭეშმარიტი გიჟისთვი ეგ რომ მეკითხა, ეგრევე მიპასუხებდა მკუხეა და მაგიტომო. ხოდა ეხლა შემეშვი, კარადა მაქვს ასაწყობი და ნუ გეშინია “კაშაი ბისმნერტნი” არცერთი ვართ.
თვითმარქვია გიჟსაც დავუკიდე და კარადის ასაწყობად გავედი. ბოლო უჯრა თავის კუთვნილ ჩარჩოებში უნდა მომეთავსებინა, რომ ისევ ზარი გაისიმა. ნეტა ეხლა ვის რა გაუჭირდათქო? თავი კათარზისი მეგონა და :

-- ალო, გენაცვალე, თუ შეიძლება, მილას თხოვე.-- მილა ჩემი მეზობელია და მას ვინმე მაკა ურეკავს, დღეში მინიმუმ სამჯერ, მაგრამ რამდენჯერაც შევურეკე ხან მილამ და ხან მისმა ქმარმა მითხრეს, თუ დარეკავს უთხარი არ ვართო. რა ვიცი აბა, ტყუილი არ მიყვარს , მაგრამ ისე დამეზარა მილასთან გასვლა და მერე ჩვეული ტექსტის მოსმენა, რომ პატარა სპექტაკლი მოვაწყვე.
-- დიახ, ეხლავე -- გავიალრ-გამოვიარე, კარი კარგად მივაჯახუნ-მოვაჯახუნე და ერთი 20-21 წამის მერე პასუხიც გამოვუცხვე:
-- იცით, არ არის, მოგვიანებით გადმოურეკეთ.
იმანაც თავაზიანობა არ დაიშურა, დიდი მადლობები მიხადა და გაქრა სატელეფონო სივრციდან. მერე გავიფიქრე ალბათ მილას მისი ვალი აქვს, ადრე სულ ფულზე ურეკავდა ეს მაკა. რა ვიცი, რა ვიცი ან რა ჩემი საქმეა, მთავარია კარადა ავაწყომეთქი. შევედი ისევ იმ ოთახში და... დავფიქრდი, საერთოდ რა საჭირო იყო ამ დანჭყრეული უჯრების შეკოწიწება? იქვე ხომ ახალი იდგა. ხოდა ერთს მიხვდი, ვინც დამირეკა და ვინც არა, ყველაზე გარეკილი მე მქონდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები