ნაწარმოებები



ავტორი: ქარდა ქარდუხი
ჟანრი: თარგმანი
28 აპრილი, 2009


დასთბაული (ლანგსტონ ჰიუზი)

ჩემს მიწას უნდა,
დავბრუნდე უკან.
შემოდგომის ერთ მუჭა მტვერთან,
ხელისგულებზე ჩამოშვებულ
წვიმის წვეთებთან
გაზაფხულობით.

ჩემს მიწას უნდა,
დავბრუნდე უკან.
ოქტომბრის შეწყვეტილ სიმღერებთან
მეთოვლიების გადაფრენასთან.

ჩემს მიწას
უნდა,
დავბრუნდე უკან.


Dustbowl
  The land
  Wants me to come back
  To a handful of dust in autumn,
  To a raindrop
  In the palm of my hand
  In spring.
 
  The land
  Wants me to come back
  To a broken song in October
  To a snowbird on the wing.
 
  The land
  Wants me
  To come back

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები