სივრცე იწილო და ბიწილოს ჰგავს მე კი უბრალოდ ჩემთვის ვაფერადებ ***********
ეხლა იცი როგორ ბნელა? ხო, ქვეყანაში უკუნითია. აქ მხოლოდ მაქსიმალური და მინიმუმალური მოვლენები ბინადრობენ. Dდიახაც, ბინადრობენ და მაინც არ არსებობენ, თუმცა სითბოა და მეც სწორედ ამ უცნაური სივრციდან გწერ...
ჩიორა, ჩიორა, პატარა ჩიორა...წიორა, წიორა... სად არის შიოლა? მელაკუდა, გრძელაკუდა…საქათმეში შეპარულა... ერთს, რომ ორი მივუმატოთ რატომ არის ვითომ სამი?... ქრისტინე და ბაბილინა ერთ ბუდეში შეყუჟულან...
აქ აზრები ხმებთან ერთად ირევა, მერე ბუდე ნაწილებად იგლიჯება და ისევ, ჩიორა, ჩიორას ძახილით, სადრაც გარბიან. ბნელა და ვერავინ ხედავს ის ,,სადრაც” სადაა.
იწილო-ბიწილო, იწილო-ბიწილო...
დედამიწაზე პატარა სხეულაკები დაბოგინობენ, რაღაცას ჭიანჭველებივით საკუთარი ზურგით დაათრევენ, აშენებენ, ბოლოს ეს მოზაიკას ემსგავსება და რატომღაც თავადვე ამსხვრევენ.
უცნაურია...ეტყობა წესრიგს ვერ ეგუებიან. ვითომ მე მგვანან? არა, ეტყობა ,,დიდებული შედევრის” ფერთაშეხამებას ერთმანეთში ვერ ათანხმებენ. ხო, რთულია აბა, აქ მთელი ტონიო, იქ გრადაციაო და იწყება ქაოსი. სხეულაკებს ხომ განსაკუთრებულის შექმნა სურთ, რათა სამყაროს ყველაზე მშვიდ ჩიორებს ტაშის კვრით ხელის გულები აუწითლონ. ეს ალბათ ახალი მოდის ტენდენციაა. ადრე თუ ხელთათმანებს ხელებზე იცვამდნენ, ეხლა ხელოვნური მეთოდებით იწითლებენ, ხანდახან სილურჯეშიც გადადის და ასე შემდეგ.
ჯერ ისევ გწერ და ეს ყველაზე ცივი წერილია, რაც კი გამომიგზავნია... თან იმაზე ვფიქრობ, სივრცეში, რაიმე სახის მანათობელის შეტანა როგორ მოვახერხო... იქნებ და უცხო პლანეტიდან მოსულ ბავშვს უბრალოდ თამაში უდნა... თუნდაც ფერადი ნაჭრის თასმებით... სივრცეში კი უკუნითია... და რატომრაც მაინც თბილა... მისი დატოვება ხომ არავის სურს და სხეულაკები მშვიდ არსებებს ისე მჭიდროდ ჩაბღაუჭებიან, რომ დამღლელი და თვალის დამაბნეველი ჩახლართულობით ჯაჭვი შეუკრავთ... მელაკუდა, გრძელაკუდა საქათმეში შეპარულა...
ტამუსია იგივე ბარნომუსია
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მომწონს.................. მომწონს..................
13. დიდი მადლობაააააა ყველაააას :*:*:* დიდი მადლობაააააა ყველაააას :*:*:*
12. მეც გილოცავ, თამუსიიი, და ბედნიერად ცხოვრებას გისურვებ შენს ფერად სამყაროში!:-* მეც გილოცავ, თამუსიიი, და ბედნიერად ცხოვრებას გისურვებ შენს ფერად სამყაროში!:-*
11. აქაც გილოცავ დაბადულის, მიყვარხააააააააააააააააააააარ :-* აქაც გილოცავ დაბადულის, მიყვარხააააააააააააააააააააარ :-*
10. გამამხიარულა.... :) გამამხიარულა.... :)
9. შემოვიხედე ;;) არ დამხვდი და მოვალ კიდევ მერე :P შემოვიხედე ;;) არ დამხვდი და მოვალ კიდევ მერე :P
8. თან იმაზე ვფიქრობ, სივრცეში, რაიმე სახის მანათობელის შეტანა როგორ მოვახერხო... იქნებ და უცხო პლანეტიდან მოსულ ბავშვს უბრალოდ თამაში უდნა...
პატარა პრინცი და მელაკუდა... შენ რომელი ხარ...? 5555555 თან იმაზე ვფიქრობ, სივრცეში, რაიმე სახის მანათობელის შეტანა როგორ მოვახერხო... იქნებ და უცხო პლანეტიდან მოსულ ბავშვს უბრალოდ თამაში უდნა...
პატარა პრინცი და მელაკუდა... შენ რომელი ხარ...? 5555555
6. საინტერესოა. საინტერესოა.
4. ვაიმეეე ეს არის ცივი წერილი? :-******
შენ უკვე შეგაქვს სივრცეში მანათობლები, უკვე დიდი ხანია, მართლა :) ვაიმეეე ეს არის ცივი წერილი? :-******
შენ უკვე შეგაქვს სივრცეში მანათობლები, უკვე დიდი ხანია, მართლა :)
1. უფ დავიტანჯე ლოდინით :)) შემომათენდა =)) მიყვარხარ მე მელაკუდა, გრძელაკუდა... წავიდეთ ბავშვობაში :-* უფ დავიტანჯე ლოდინით :)) შემომათენდა =)) მიყვარხარ მე მელაკუდა, გრძელაკუდა... წავიდეთ ბავშვობაში :-*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|