ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2009


კვლავ ჩხრიალებს

"სამართალმა პური ჭამა",
_არა, ჩემო ბატონო,
სიმართლე კი, ლაფში ძამა
მშიერი, უპატრონო
გდია არვინ არ ანაყრებს,
არც არავის სჭირდება,
მოურგიათ მხრებზე ახვრებს
საამქვეყნო დიდება.
წადი, წარსულს
მზერა ავლე,
ვერც ვერარას შეცვლი,
კვლავ ჩხრიალებს
ეშმას დახლზე
ოცდაათი ვერცხლი...

...
სიკვდილი მტკავლით მეტია,
სიცოცხლე _ ჟამი გამწყრალი,
ვაჟამ თქვა /ლექსის ღმერთია/,
იმით ჰშვენობსო საწყალი.

თვალი ვერ არჩევს ბინდია,
ანგელოსი თუ ართვალი,
სიცოცხლე ზოგჯერ ფლიდია,
სიკვდილი მუდამ მართალი.

...
ენას რომ კბილი დავაჭირო,
ცოტა სათქმელი ვთქვა,
ან უფრო უკეთ შემთხვევაში,
სულ არ ამოვიღო ხმა,
ვიცი გენიოსობას დამწამებენ და
შურით მოკვდება სხვა...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები