ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან აფაქიძე
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2009


***

სამოთხის ბაღში ჩიტი გალობს
მე ვერასოდეს მოვუსმენ მას
რაღაცა არის დღევანდელ სევდაში
რაც ადრე დაწერილს ძალიან ჰგავს

წლები გადიან და იცვლება ცოტა რამ
და ბაღში ფოთლები ისევ წითლდებიან
ცხოვრებამ ისეთი გზებით გამატარა
ბავშვებად რომ ვეღარ ან აღარ რჩებიან

და სევდა რომელიც ჰგავს ადრე დაწერილს -
ჩიტია, სამოთხის ბაღის მობინადრე...
მისი ხმის დათმობა არ იყო ადვილი
და ვიცი სიკვდილში არაა სინათლე

სამოთხის ბაღში ჩიტი გალობს
მე ვერასოდეს მოვუსმენ მას
რაღაცა არის დღევანდელ სევდაში
რაც ადრე დაწერილს ძალიან ჰგავს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები