ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2009


ირეალურში


ისევ იწვიმებს... დამტვრეული მტკივა ლავიწი,
მარცხენა მხარი... (ხომ ვიყავი ერთ დროს ცაცია?!.)
შენ გესიზმრება ფასკუნჯები, მე კი - რავიცი...
ვარღვევ კანონებს, უფრო ხშირად გრავიტაციის...
ფრთამოხატული იმედები ცისკენ გავუშვი,
და ვგავარ ახლა დამშრალ ჭასთან დადგმულ ოწინარს,
რეალობიდან გადავეშვი ირეალურში,
და ჩემი ნატვრა შენს სიზმარზე დავაქორწინე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები