ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2009


,,ჩემი ცხედარი"

სიკვდილის ბეჭდით დანიშნულ სულში
ვარდი ხარობდა  ჯერ კიდევ გუშინ...
ლურჯ ჰორიზონტს რომ ვხედავდი მწუხრში,
წვეთავდა სისხლი ბალღამად გულში.
შემდეგ,  ბუბუნი ჩამესმა  ყურში...
და მწვანე ცხენი, დაჭრილი მუხლში,
ძლივს რომ მიყავდა ზურგით მხედარი...
ეს მე ვარ თურმე,  ,,ჩემი ცხედარი".
გამქრალა  გრძნობა, სურვილი , დარდი,
(მე გაღმერთებდი, შენ თურმე მკლავდი...)
არც ანაბუსი აღარ  მაშინებს
ეს კოჭლი ცხენი ისე მამშვიდებს.
დღეს  ამალთეა ზევსს ვეღარ  კვებავს,
ფრთები შეკვეცეს  მფრინავ რაშს პეგასს.
ეპისტოლე რომ  დავტოვე კართან...
ანგარიშს ვიწყებ უცოდველ კრავთან.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები