ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2009


ძნელსათევი ღამის ქრონიკიდან

წიგნიდან  ,,უხმოდ  ნატირლები ''   


    ,, ...  რა  ბუკით  გიხმოთ  იმ  დალოცვილმა,
            ასე  ერთად  რომ  აიყარენით?1. ’’
                                              ამირან  ასანიძე


ისევ  იმ  გზას  გავცქერ  მდურვით,
თქვენ  რომ  გაგაცილეთ  ცრემლით...
მე  რა  ვიცი  მანდაურის  -
აქ  ცრუ  ფაციფუცსღა  ვწყევლი...

თქვენ  არც  იხედებით  უკან
არც  ცხადში  და  არც  სიზმარში...
მე  ჯავრი  მჭამს  ლუკმა-ლუკმა
ცრემლებისგან  დაცლილ  ვაზის...

თქვენ  თუ  სუფევთ  მოსვენებით  -
თავდახსნილნი  სუსხს  თებერვლის,
მე  -  მსგავსიღა  მოჩვენების!..  –
დავალ,  გულმკვდარს  ვით  შეჰფერის...

და  გრძელდება  გულსაკლავად
უღიმღამო  ღამეც  ზამთრის
და  კვლავ  ჩალად  არ  ღირს  დავა
გასარჩევად  მტყუან-მართლის...

კვლავ  ტოვებენ  სუფრას  ძმებიც  -
თქვენსკენ  იჩქარიან  გუნდად...
და  რაც  უფრო  მეჩხრად  ვრჩებით,
მითუფრო  ჭირს  ლხინიც,  სუნთქვაც...

უტყვ  გნიასში,  თვლაც  რომ  დამღლის
საფლავების  -  ნაადრევის...  –
ხაფ  ხმათშორის  -  ქვაზე  დახლის
ხმას  ვცნობ  ცელის  -  თანამდევის...

რაც  მე  ჭირი  მივითვალე,
უქვეს  ჩემი  ქვაც  ვერ  არი...
აწ  სამიწე  წყვილი  თვალით
მიწისკენვე  მაცქერალი

ამაოდღა  ვვაინაჩრობ
მოსასწრებლად  მოუსწრებლის...
სვე  ჯავრს  თუ  არ  ულევს  სარჩოს,
საკმაზსაც  თვით  მოუძებნის...

გულსაც  -  სიმწრით  აქამომდე
შიშნეულს  რომ  უძლებს  დუმილს -
კვლავ  სიმძიმე  აწევს  ლოდებრ
უცარგვალო  ღამის  -  მრუმის...

და  კვლავ  გასცქერს  ცას  სარკმელიც,
კვლავ  უკუნით  პირშებურვილს...
და  არც  ის  გზა  ჩანს  გარკვევით,
თქვენ  რომ  გაუყევით  მდურვით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები