ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2009


ვიდრე მოვა...

მთები ნისლებს აბოლებენ,
ველზე მზეობს ყვავილები,
თვალს ირიბად აყოლებენ,
ავლილები, ჩავლილები.
მზერა გზახევს ეხამება,
ბროლგვირილებს_ კრავთა ფარას,
ვიდრე მოვა შეღამება
და ყველაფერს გადაფარავს...

* * *
თენდება დილა სახით პირიმზე,
/მე აქ სიცოცხლე როგორღა ვზოგო!/,
ლამაზი, როგორც სოფლის ბილიკზე,
შეყვარებული ბიჭი და გოგო.

* * *
ღობე ფერდობს შეფარული,
იზაბელა მოგრძო ჭიქით,
ალუბალი შეთვალული
და შემთვრალი ღამე ფიქრით.
ნაკვერჩხალი გურულ კეცით,
ნაქურჩალი ბლების იქით,
არ იფიქროთ გაგექეცით,
თქვენთანა ვარ, ძმებო, სიზმრით...

***
ბაღი უსმენდა ჩიტების მორზეს,
დღე ირეოდა როგორც მორევი,
იწვა ღრუბელი  ცის ფერად ნოხზე,
ცალფა მზის სხივით ნაამბორევი.

ქარი ვარცხნიდა მზეკაბა იას,
ნისლებმა მთებზე დასცეს კარავი,
ტყე იმალავდა უბეში ნიავს,
თუმცა რა ჰქონდა მოსაპარავი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს